ტერენს მალიკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტერენს მალიკი | |
| დაბადების სახელი | ტერენს ფრედერიკ მალიკი |
| დაბადების ადგილი | ოტავა, ილინოისი ან უეიკო, ტეხასი |
| დაიბადა | 30 ნოემბერი, 1943 |
| საქმიანობა | რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი |
| შემოქმედების წლები | 1969 - დღემდე |
| მეუღლე(ები) | ჯილ ჯეიკსი (1970–1976) მიშელ მორეტე (1985–98) ალექსანდრა უოლასი (1998–დღემდე) |
ტერენს ფრედერიკ მალიკი (დ. 30 ნოემბერი, 1943) — ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. თითქმის ოთხ დეკადიანი კარიერის მანძილზე მას გადაღებული აქვს 5 სრულმეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის სიცარიელი (1973), სამოთხის დღეები (1978), ვიწრო წითელი ხაზი (1998), ახალი სამყარო (2005) და სიცოცხლის ხე (2011).
მისი ფილმები ხშირად მიიჩნევა შედევრებად.[1][2] მალიკი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის და საუკეთესო რეჟისორისთვის, ასევე მოიგო ოქროს დათვი ბერლინის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმით ვიწრო წითელი ხაზი. 2011 წელს მალიკის სიცოცხლის ხემ მოიგო ოქროს პალმის რტო კანის 64-ე კინოფესტივალზე.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “:: rogerebert.com :: Reviews :: Badlands“, Rogerebert.suntimes.com. წაკითხვის თარიღი: January 2, 2011.
- ↑ “:: rogerebert.com :: Great Movies :: Days of Heaven“, Rogerebert.suntimes.com. წაკითხვის თარიღი: January 2, 2011.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ტერენს მალიკი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: