კარატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარატი, ძვ. ბერძნული წონის ერთეული; შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. ბერძნულ–რომაული კარატი უდრიდა 0,189 , ეგვიპტური - 0,196 გ. საქართველოში დამკვიდრდა XI -XVII საუკუნეებში კერატის და XVII-XVIII საუკუნეებში ყირათის სახელწოდებით. კერატი შედიოდა დრამის წონით სისტემაში და მისი 1/12–ს, ანუ 1,212 გ იყო. ყირათი შეადგენდა მისხლის 1/24-ს, ანუ 0,192 გ.

კარატი არის ასევე ძვირფასი ქვების მასის საზომი. 1907 წელს პარიზის საერთაშორისო კონვენციის განსაზღვრით კარატი უდრის 200 მგ ან 2•10ˉ4 კგ. ზოგ ქვეყანაში აღნიშნავს ასევე ძვირფასი ლითონების შენადნობთა სინჯს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 5, გვ. 393, თბ., 1980