ლუკინო ვისკონტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუკინო ვისკონტი
Luchino Visconti 5.jpg
დაბადების სახელი Visconti di Modrodone
დაბადების ადგილი მილანი, იტალია
დაიბადა 2 ნოემბერი, 1906
გარდაიცვალა 17 მარტი, 1976
რომი, იტალია
საქმიანობა რეჟისორი
შემოქმედების წლები 1943-1976
სხვა ჯილდოები
ოქროს პალმის რტო (1963)

ლუკინო ვისკონტი (იტალ. Luchino Visconti; ნამდვილი სახელი — Visconti di Modrodone, მოდრონის ჰერცოგი; 1906 - 1976) — იტალიელი თეატრისა და კინო რეჟისორი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ვისკონტი არისტოკრატების ოჯახიდან იყო. მისი მამა, ჰერცოგი ჯუზეპე ვისკონტი სპექტაკლებს დგამდა ლა სკალაში. 1930 წელს ვისკონტი პარიზში რეჟისორ ჟან რენუარის ასისტენტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვისკონტი იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.

ვისკონტიმ პირველი ფილმი 1943 წელს გადაიღო ჯეიმს კეინის რომანის „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს” მიხედვით. „ცდუნება" და მომდევნო ფილმი „მიწა ცახცახებს" ნეორეალიზმის ნიმუშებია. ეს უკანასკნელი რეჟსორმა სიცილიაში გადაიღო მასში მხოლოდ არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობდნენ.

ამის შემდეგ ვისკონტიმ პროლეტარიატის თემა გვერდით გადადო და გადაიღო რიგი რეალისტური ფილმებისა: „ულამაზესი" (1951) ანა მანიანის მონაწილეობით, „როკო და მისი ძმები" (1960) ალენ დელონის მონაწილეობით და „დიდი დათვის ნისლიანი თანავარსკვლავედი" (1965) კლაუდია კარდინალეს მონაწილეობით.

ვისკონტის მწვერვალად ითვლება ჯუზეპე ტომაზ დე ლამპედუზას რომანის „ლეოპარდის” ეკრანიზაცია. ფილმმა ლეოპარდი 1963 წელს ოქროს პალმის რტო მიიღო.

1969-1972 წლებში ვისკონტიმ გადაიღო გერმანული ტრილოგია: ღმერთების დაღუპვა, სიკვდილი ვენეციაში და ლუდვიგი. ის ტრილოგიის ტეტრალოგიად გადაკეთებას გეგმავდა, სურდა რა ფილმად გადაეღო თომას მანის ჯადოსნური მთა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ვისკონტი ჰომოსექსუალი იყო. მისი პარტნიორი იყო რეჟისორი ფრანკო ძეფირელი, ხოლო მოგვიანებით ავსტრიელი მსახიობი ჰელმუტ ბერგერი, რომელმაც ვისკონტის სამ ფილმში (ღმერთების დაღუპვა, ლუდვიგი, ოჯახური პორტრეტი ინტერიერში) შეასრულა მნიშვნელოვანი როლები.

[რედაქტირება] ციტატა

ვიკიციტატა
„ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც ერთმანეთს ახალგაზრდობა და სიბერე ერკინება – მომხიბლავი, ძალ-ღონით სავსე, ურწმუნო ახალგაზრდები და ილუზიებს მოკლებული, მოგონებებში ჩაფლული, თავიანთი გამოცდილებითა და კულტურით თავმომწონე მოხუცები“
(ლუკინო ვისკონტი)

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე