ნური ბილგე ჯეილანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნური ბილგე ჯეილანი

ნური ბილგე ჯეილანი (Nuri Bilge Ceylan; *1959, სტამბოლი) — თურქი კინორეჟისორი.

დაამთავრა ბოღაზიჯის უნივერსიტეტი საელექტრო ინჟინრის სპეციალობით, შემდეგ ორი წელი კინოხელოვნებას ეუფლებოდა. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კოზა" წარმოდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე 1995 წელს. მისი მესამე ფილმი "უზაკი" (შორეული) ჟიურის გრან-პრისა და საუკეთესო მსახიობის პრიზს იმსახურებს ამავე ფესტივალზე. მისი ბოლო ფილმი "იკლიმლერ" (კლიმატები) 2006 წელს გამოვიდა და ფიბრესკის კინოკრიტიკოსთა ჯილდო დაიმსახურა კანის ფესტივალზე.

ჯეილანის ფილმების მთავარი თემებია ადამიანის გაუცხოება, ბუნებრივი ეგზისტენციალიზმი, ადამიანთა ცხოვრების მონოტონურობა და სიცოცხლის დეტალების ფუნდამენტალურობა. კარიერას ფოტოხელვნებით იწყებს და მისი მინიმალისტური ფილმები უკიდურესად მწირ ბიუჯეტზე იქმნება. მის ფილმებში ძირითადად დამწყები მსახიობები მონაწილეობენ, რომელთა შორის მრავალი მისი ოჯახის წევრია, მათ შორის მისი მშობლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]