ევგენი გეგეჭკორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევგენი გეგეჭკორი, 1910

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი (დ. 20 იანვარი/1 თებერვალი 1881, მარტვილი — გ. 5 ივნისი, 1954, პარიზი) — მენშევიკი. 1907–1912 III სახელმწიფო სათათბიროს წევრი ქუთაისის გუბერნიიდან. ს–დ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1902 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903 წლიდან ევგენი გეგეჭკორი გაწევრიანდა რსდმპ-ში. 1903-1904 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. ევგენი გეგეჭკორი არჩეული იყო მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად და სისტემატიურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან.იყო სდ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისარად. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ბოლოდან იყო ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1918 წლის 2 ივნისს გეგეჭკორი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, გეგეჭკორმა დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ - 1921 წელს - იუსტიციის მინისტრის პოსტი. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. ჰყავდა შვილი, სოსიკო, რომელიც გარდაიცვალა 16 წლის ასაკში, პარიზში. 1921 წლიდან თეთრი ემიგრანტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]