მოსე დავარაშვილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მოსე (მოშე) რახამის ძე დავარაშვილი (დ. 1893, ცხინვალი, — გ. 1980, იერუსალიმი), ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწე, რაბინი.
მოღვაწეობდა ქუთაისში. 1917 წ. საქართველოს ეროვნულ კრებაში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას. იყო 1918 წ. 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1919 წ. აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. შემდგომშიც აგრძელებდა რელიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ქართველ ებრაულ საზოგადოებაში. 1970 წ. გადასახლდა ისრაელში, სადაც საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელთა ერთ-ერთი სულიერ ლიდერად ითვლებოდა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- (რუსული) ДАВАРАШВИЛИ Моше Рахамимович. Российская Еврейская Энциклопедия
სტატიის