დიმიტრი ზახაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი ზახაროვი
დაბ. თარიღი 1876
გარდ. თარიღი არაუადრეს 1931
საქმიანობა იურისტი
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი

დიმიტრი ზახაროვი (დ. 1876 — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ზახაროვმა 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

1908 წლიდან ირიცხებოდა მოსკოვის სასამართლო პალატის მოსკოვის ოლქის ნაფიც ვექილთა სიაში. 1910-იანი წლებიდან ცხოვრობდა სოხუმში და მუშაობდა ნაფიც ვექილად. იყო სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1917-1918 წწ. იყო სოხუმის ოლქის კომისარი. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი. საკონსტიტუციო დელეგაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ მუშაობდა ტფილისის მუშათა კოოპერატიულ კავშირში. 1923 წელს იყო აფხაზეთის ასსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის პრეზიდიუმის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016, გვ. 238.