ჰაიდარ აბაშიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ჰაიდარ ალის ძე აბაშიძე (დ. 15 აგვისტო, 1893, ბათუმი — გ. 3 იანვარი, 1966, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წლიდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ. ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. ირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 წელს აჭარიდან გადაასახლეს. 1918-1920 წლებში იყო "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმდლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებოსათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 21, თბ., 1975