ტარტუს უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარტუს უნივერსიტეტი
Tartu ylikooli peahoone 5.oktoober.jpg
დაფუძნდა 1632 (1710–1802 წწ დახურული)
ტიპი საჯარო
რექტორი ვოლი კალმი
მდებარეობა ტარტუ, ესტონეთის დროშა ესტონეთი
ფერები თეთრი, ლურჯი
მეტსახელი UT

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტ. Tartu Ülikool, ლათ. Universitas Tartuensis) — კლასიკური უნივერსიტეტი ესტონეთში ქალაქ ტარტუში, დააარსა 1632 წელს, შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა, ლივონიაში Academia Gustaviana-ს სახელწოდებით. ტარტუს სასწავლებელი გახდა შვედეთის მეორე უნივერსიტეტი - (უპსალის უნივერსიტეტის შემდეგ) — Universitas Gustaviana.

მეფე გუსტავ II ადოლფმა აკადემიის პირველ რექტორად თავისი პირველი მასწავლებელი და დამრიგებელი, ლივონიის, უნგრეთის და კარელიის გენერალ-გუბერნატორი იოჰან შუტე დანიშნა.

XVIII საუკუნეში, ესტონეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ უნივერსიტეტი დაიხურა, თუმცა ალექსანდრე I-მა 1802 წელს კვლავ გახსნა სასწავლებელი.

უნივერსიტეტი გაწევრებულია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში - უტრეხტის ქსელი.

ტარტუს უნივერსიტეტი შობის დროს (2006).

ფაკულტეტები და დეპარტამენტები[რედაქტირება]

სადღესიოდ უნივერსიტეტში არის 9 ფაკულტეტი (საღვთისმეტყველო, იურიდიული, მედიცინის, ფილისოფიის, ეკონომიკური, მათემატიკა-ინფორმატიკის, ფიზიკური აღზრდის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიის, სოციალური და საგანმანათლებლო მეცნიერებათა ფაკულტეტები) და 5 კოლეჯი (ევროპის, ნარვის, პიარნუს და ტიურის კოლეჯები, აგრეთვე ვილიანდის კულტურის აკადემია). სტუდენტების რიცხვი 2009 წლის ბოლოს 17 000-ზე მეტი იყო (აქედან დაახლოებით 600 უცხოელი სტუდენტი). უნივერსიტეტში მუშაობს 3 200-ზე მეტი ადამიანი (აქედან 180 პროფესორი, აგრეთვე 500-ზე მეტი მკვლევარი).

უნივერსიტეტის სტადიონი

კამპუსი[რედაქტირება]

ტარტუს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი — ესტონეთის კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. შენობა 1804—1809 წლებში არქიტექტორ იოჰან ვილჰემ კრაუზეს პროქტით აშენდა, ძველ მარიამის ტაძრის ადგილზე.

ცნობილი პერსონები[რედაქტირება]

უნივერსიტეტის რექტორი 1892 წელს საიდუმლო მრჩეველი, პროფესორი ოტომარ მეიკოვი იყო.

1821-1853 წლებში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი ფრიდრიხ კარლ გერმან კრუზე იყო.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო იული ფერდინანდ მაციონი (დ. 1817, 22 აპრილი, რიგა - გ.† 1885, 20 დეკემბერი, კიევი) - ექიმი-თერაპევტი და პათოლოგი,წმიდა ვლადიმირის უნივერსიტეტის პათოლოგიის და პათ. ანატომიის პროფესორი, ალექსანდრიული საავადმყოფოს პირველი დირექტორი (1875 - 1885 წწ).

1886-1896 წლებში ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის პროფესორი მედიცინის ფაკულტეტიზე იყო გერმანელი სპეციალისტი რობერტ კუბერტი.

უნივერსიტეტის პერსონალი[რედაქტირება]