რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
ვიკიპედიიდან
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რსდმპ (რუს. Росси́йская Социа́л-Демократи́ческая Рабо́чая Па́ртия = РСДРП) , ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, იყო რევოლუციურ-სოციალისტური რუსეთის პოლიტიკური პარტია. რომელიც შეიქმნა 1898 მინსკში, რამდენიმე რევოლუციური ძალის ერთ პარტიაში გაერთიანების მიზნით. რსდმპ მოგვიანებით გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაქციებად, საბოლოოდ ბოლშევიკებმა შეადგინეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.

