საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტია — პარტია, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1918 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. იგი 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-3 ნომრად იღებდა მონაწილეობას. პარტია მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიისა იყო და მისი წევრები ძირითადად რუსულ ესერთა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო განაყოფში მუშაობდნენ. პარტიის 73 კაციან საარჩევნო სიაში 5 ქალი კანდიდატი იყო. საარჩევნო სუბიექტმა არჩევნებში 5 მანდატი მიიღო.