ნიგერი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ნიგერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნიგერი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიგერი
Niger river map ka.svg
დახასიათება
სიგრძე 4 180 კმ
აუზის ფართობი 2 117 700 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე გვინეის მთიანეთი
ჩაედინება ატლანტის ოკეანე
ქვეყნები გვინეა, მალი, ნიგერი, ბენინი, ნიგერია
ქალაქები გვინეის დროშა გვინეა: სიგუირი
მალის დროშა მალი: ბამაკო, ტიმბუქტუ
ნიგერის დროშა ნიგერი: ნიამეი
ნიგერიის დროშა ნიგერია: ლოკოჯა.

ნიგერი (ფრანგ. Niger, ინგლ. Niger [ˈnaɪdʒər], იორუბა Niger, Ọya) — დასავლეთ აფრიკის მთავარი მდინარე, მისი სიგრძეა 4 180 კმ, ხოლო აუზის მოცულობა 2 118 ათასი კმ², და ამ პარამეტრებით მესამე მდინარეა აფრიკაში ნილოსისა და კონგოს შემდეგ.

მდინარე სათავეს იღებს გვინეაში, შემდეგ მიედინება მალიში, ნიგერში, ბენინის საზღვარზე, შემდეგ კვეთს ნიგერიას და გვინეის ყურეში იღვრება. ნიგერის მთავარი შენაკადებია მილო, ბანი, სოკოტო, კადუნა და ბენუე. მდინარის გვინეის ყურესთან შესართავთან მდებარეობს საზღვაო პორტი ქალაქი პორტ-ჰარკორტი.