ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1958

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

30 სექტემბერი - 23 ოქტომბერი 1958 მიუნხენი, გერმანია

დასავლეთგერმანული ქალაქი თავისი დაარსების 800 წლისთავს აღნიშნავდა. სხვა საზეიმო ღონისძიებების რიგში უმთავრეს ადგილი ეკავა XIII საჭადრაკო ოლიმპიადას. მიუნხენში 36 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. 37 წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადაზე გამოჩნდნენ ესპანელი მოჭადრაკეები. ჩამოვიდნენ ამერიკელებიც. 15 წლის რობერტ ფიშერი, რომელსაც საზონათაშორისო ტურნირში წარმატებით დამოსვლისათვის ოლიმპიადის წინ მიენიჭა დიდოსტატის წოდება, დაღლილობის მომიზეზებით გუნდს მიუნხენში არ ჩამოყვა. პირველად თამაშობდნენ ოლიმპიადაზე მიხეილ ტალი და ტიგრან პეტროსიანი. ისინი საბჭოთა გუნდში სათადაროგოებად იყვნენ გამწესებულნი.

როდესაც გუნდში ისეთი მოჭადრაკეები გყავს რომ, ტალს და პეტროსიანს სათადაროგოებად უწევთ თამაში ტურნირის მოგება ძნელი არ უნდა იყოს. ასეც მოხდა. საბჭოთა გუნდმა დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და დამსახურებულად მიიღო ჰამილტონ-რასელის თასი. ყველა საბჭოთა მოჭადრაკემ მიიღო მცირე ოლიმპიური მედალი (მათ შორის ოთხი ოქროს) საკუთარ დაფაზე წარმატებისათვის.

ტურნირი ეროვნული მუზეუმის კონგრეების დარბაზში ჩატარდა. ქვეჯგუფებში ძირითდად ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, თუმცა იყო სიურპრიზებიც. მეორე ჯგუფში მოულოდნელად გაიმარჯვა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ამერიკელები. მთავარი სიურპრიზი კი უნგრელთა წარუმატებლობა იყო. მესამე ჯგუფში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს არგენტინელებმა, აღმოსავლეთ გერმანელებმა და ინგლისელებმა გაასწრეს და მეორე ფინალურ ჯგუფში ,,დაულოცეს’’ გზა.

ფინალური ტურნირი საბჭოელების უპირატესობით წარიმართა. მათ მართლია ფრედ დაამთვრეს მატჩები იუგოსლავიელებთან, არგენტინელებთან და ამერიკელებთან , მაგრამ ერთი წუთითც არ დაუყენებიათ თავისი გამარჯვება ეჭვის ქვეშ. თავის მხრივ, იუგოსლავიელებმაც ადრევე დაიბევეს მეორე ადგილი და ბრძოლა ძირითადად მესამე ადგილისათვის მიდიოდა. ამერიკელები ზედმეტმა მშვიდობისმოყვარეობამ დაღუპა (6 ფრე ფინალში) და ისინი ამ ბრძოლაში არგენტინელებს ქულანახევრით ჩამორჩნენ.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება]

მონაწილეობდა 36 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I - IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXXVI ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XXV-XXXVI ადგილები

25.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 30 26.დროშა: ფილიპინები ფილიპინები - 29,5 27.დროშა: სარ სარ - 28 28.იტალიის დროშა იტალია - 19 29.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 25,5 30.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 25 31.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 23 32.დროშა: ირანი ირანი - 20 33.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 14,5 34.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 14,5 35.დროშა: ტუნისი ტუნისი - 14 36.ლიბანის დროშა ლიბანი - 13,5

  • XIII - XXIV ადგილები

13.დროშა: უნგრეთი უნგრეთი - 31 14.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი- 28,5 15.დროშა: კანადა კანადა - 24,5 16.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 24,5 17.ისრაელის დროშა ისრაელი- 23,5 18.დროშა: დანია დანია - 23 19.დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 22,5 20.დროშა: შვედეთი შვედეთი - 21 21.დროშა: ფინეთი ფინეთი - 19 22.ისლანდიის დროშა ისლანდია- 18 23.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 15 24.დროშა: ბელგია ბელგია- 13,5


I - XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება]

მიხეილ ბოტვინიკი 9 (+7=4-1), ვასილი სმისლოვი 9,5 (+7=5-0), პაულ კერესი 9,5 (+7=5-0), დავიდ ბრონშტეინი 9,5 (+7=5-0), მიხეილ ტალი 13,5 (+12=3-0), ტიგრან პეტროსიანი 10,5 (+8=5-0)

სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+9=6-0), ალექსანდრ მატანოვიჩი 9,5 (+7=5-1), ბორისლავ ივკოვი 9,5 (+7=5-3), პეტარ ტრიფუნოვიჩი 7(+5=4-2), ბოჟიდარ ჯურაშევიჩი 6,5 (+3=7-1), ანდრია ფუდერერი 8,5 (+8=1-2).


ჰერმან პილნიკი 9 (+5=8-2), ოსკარ პანო 12 (+8=8-0), ერიკ ელისკაზესი 10,5 (+5=11-1), როდოლფო რედოლფი 5 (+3=4-2), რაულ სანგინეტი 9,5 (+7=5-3), ხაიმე ემმა 2,5 (+2=1-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
სვეტოზარ გლიგორიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12 15 80,0
მაქს ეივე დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 8,5 11 77,3
მიხეილ ბოტვინიკი დროშა: სსრკ სსრკ 9 12 75,0
მეორე დაფა ქვეყანა %
ფრენკ ანდერსონი დროშა: კანადა კანადა 13 17 76,5
ვასილი სმისლოვი დროშა: სსრკ სსრკ 11,5 16 71,9
ოსკარ პანო დროშა: არგენტინა არგენტინა 11,5 16 71,9
მესამე დაფა ქვეყანა %
პაულ კერესი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 12 79,2
ირჟი ფიხტი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 12,5 17 73,5
მილტონ ბორხა ფილიპინების დროშა ფილიპინები 13,5 19 71,1
მეოთხე დაფა ქვეყანა %
დავიდ ბრონშტეინი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 12 79,2
ლარი მელვილ ევანსი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 11,5 16 71,9
შანდორ ნილსონი დროშა: შვედეთი შვედეთი 11 16 68,8
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
მიხეილ ტალი დროშა: სსრკ სსრკ 13,5 15 90,0
გიორგი ტრინგოვი დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 7 10 70,0
ნიკოლას როსოლიმო დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 10 15 66,7
ჰეიე კრამერი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 8 10 66,7
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 13 80,8
დიოჟე ფორინტოში დროშა: უნგრეთი უნგრეთი 10,5 13 80,8
ანდრია ფუდერერი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 8,5 11 77,3

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]