დიმიტარ ბერბატოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტარ ბერბატოვი
ბერბატოვი 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიმიტარ ივანოვ ბერბატოვი[1]
დაბადების
თარიღი
30 იანვარი, 1981[1]
დაბადების
ადგილი
ბლაგოევგრადი, ბულგარეთი[2]
სიმაღლე 1.89[3]
სათამაშო
პოზიცია
თავმდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
ბლაგოევგრადის პირინი
ცსკა სოფია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2001 ცსკა სოფია 50 (26)
2001 ბაიერ ლევერკუზენი II 7 (6)
2001–2006 ბაიერ ლევერკუზენი 154 (69)
2006–2008 ტოტენჰემი 70 (27)
2008–2012 მანჩესტერ იუნაიტედი 108 (48)
2012–2014 ფულემი 51 (19)
2014–2015 მონაკო 38 (13)
2015–2016 პაოკი 17 (4)
2017–2018 კერალა ბლასტერსი 9 (1)
ეროვნული ნაკრები
1999 ბულგარეთი 18 წლ. 2 (2)
1999–2000 ბულგარეთი 21 წლ. 3 (3)
1999–2010 ბულგარეთი 78 (48)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 იანვარი, 2018

დიმიტარ ივანოვ ბერბატოვი (ბულგ. Димитър Иванов Бербатов, დ. 30 იანვარი, 1981) — ბულგარელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე. 2006-2010 წლებში იყო ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი. არის ბულგარეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ბულგარეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული აქვს მოგებული შვიდჯერ, რაც რეკორდული მაჩვენებელია ხრისტო სტოიჩკოვის შემდეგ.[4]

ბერბატოვმა თამაში დაიწყო მშობლიურ ქალაქ ბლაგოევგრადში. შემდეგ ის გადავიდა „სოფიის ცსკა-ში“ 1998 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო.[5] 2001 წლის იანვარში ის გადავიდა „ლევერკუზენის ბაიერში“ და 18 თვის შემდეგ, 2002 წელს, პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც ის შეცვლაზე შევიდა ფინალში, „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც „ბაიერმა“ წააგო, ანგარიშით 1-2. ლევერკუზენში ხუთწელიწადნახევრის ასპარეზობის შემდეგ, ის შეუერთდა ინგლისის კლუბ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ 2006 წლის ივლისში, სადაც მან გაატარა ორი წელი, ვიდრე მანჩესტერში გადავიდოდა. მან მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს ითამაშა, სადაც „მანჩესტერი“ დამარცხდა „ბარსელონასთან“, ანგარიშით 0-2. ბერბატოვი პირველი არაინგლისელია პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც გაიტანა ხუთი გოლი ერთ მატჩში, როდესაც მანჩესტერმა 7-1 დაამარცხა „ბლექბერნ როვერსი“ 2010 წლის ნოემბერში.[6]

ბერბატოვმა 2012 წელს დატოვა „მანჩესტერი“ და შეუერთდა ინგლისურ კლუბ „ფულემს“. შემდეგში ასპარეზობდა რამდენიმე გუნდში, მათ შორის „მონაკოში“, „„პაოკსა“ და „კერალა ბლასტერსში“.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბატოვი დაიბადა პროფესიონალი სპორტსმენების — ივან და მარგარიტა ბერბატოვების ოჯახში. ივანი „ბლაგოევგრადის პირინისა“ და „ცსკა სოფიას“ ფეხბურთელი იყო,[5] მარგარიტა კი ხელბურთელი.[7] ბერბატოვის საყვარელი გუნდი იყო „მილანი“, საყვარელი ფეხბურთელები — ჰოლანდიელი მარკო ვან ბასტენი და ინგლისელი ალან შირერი,[8] რომელიც „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა. ბერბატოვის დედამ მოგვიანებით გაამხილა თავისი შვილის ახალგაზრდული ოცნება და თქვა, რომ დიმიტარი იმდენად იყო აღფთოვანებული ალან შირერის თამაშით, რომ წლების განმავლობაში მას ნიუკასლის მაისურით ეძინა.[9][10]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირინ ბლაგოევგრადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A tall, dark-haired man wearing green shirt, shorts and socks looks to his right as he jogs towards the viewer.
ბერბატოვი ემზადება ამხანაგური თამაშისთვის პირინში, 2007 წელს

ბერბატოვმა ახალგაზრდული კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის გუნდში, „ბლაგოევგრადის პირინში“, სადაც მან გაიტანა 77 გოლი (სარეზერვო გუნდში) 92 მატჩში.

ცსკა სოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბატოვი შეუერთდა მისი მამის ყოფილ კლუბს, ცსკა სოფიას, საფეხბურთო სკაუტის და მენეჯერის, დიმიტარ პენევის დახმარებით 1998 წელს.[11] მან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და დებიუტი ჰქონდა 1998-99 წლების სეზონში, 18 წლის ასაკში. მან ცსკა-ს შემადგენლობაში მოიგო ბულგარეთის თასი. მისი საევროთასო მატჩი შედგა 1999 წლის სეტქმბერში, სადაც 2-0 დამარცხდა ცსკა „ნიუკასლ იუნაიტედთან“;[12][13] იმ სეზონში მან გაითქვა სახელი, გაიტანა 14 გოლი 27 მატჩში ბულგარეთის ჩემპიონატში. 2009 წლის ივნისში ბერბატოვმა მიაშურა იტალიის სერია A-ს კლუბ „ლეჩეს“, მაგრამ ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება და ტრანსფერი ჩაიშალა ბოლო მომენტში.[14]

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიერ ლევერკუზენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000-01 წლების სეზონის პირველ ნახევარში 11 მატჩში გაიტანა 9 გოლი, რის შემდეგაც კლუბმა გაუფორმა ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი, 1,3 მილიონი ევროს ანაზაღაურებით წელიწადში.[15] ბერბატოვი თავდაპირველად თამაშობდა ბაიერის სარეზერვო გუნდში, გერმანიის ობერლიგაში, სადაც გაიტანა ექვსი გოლი შვიდ თამაშში, რასაც მოჰყვა დაწინაურება პირველ გუნდში.[16] მისი დებიუტი შედგა სეზონისწინა ამხანაგურ მატჩში „დი სი იუნაიტედის“ წინააღმდეგ, სადაც მან შეასრულა ჰეთ-თრიქი.[17] მისი დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში შედგა 2001 წლის 10 თებერვალს, „კიოლნის“ წინააღმდეგ, სადაც „ბაიერმა“ გაიმარჯვა 4-1.[18] ბერტი ფოგთსის მწვრთნელობის პერიოდში ბერბატოვი იყო სარეზერვო ფეხბურთელი, მოედანზე გამოჩნდა ექვსჯერ და გოლი არ გაუტანია. ლევერკუზენი იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ადგილზე გავიდა.

შემდეგ სეზონში ბერბატოვმა 16 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით და დიდი წვლილი შეიტანა „ბაიერის“ საჩემპიონთალიგო წარმატებაში,[19][20] ლივერპულის დამარცხების (4-2) შემდეგ გავიდნენ ფინალში.[21] ფინალში, „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ ბერბატოვი შევიდა შეცვლაზე ტომას ბრდარიჩის ნაცვლად, 38-ე წუთზე. იმ მატჩში ლევერკუზენი დამარცხდა, ანგარიშით 1-2.[22] იმ სეზონში ბაიერმა მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის ბუნდესლიგაში.[23] გუნდმა წააგო გერმანიის თასის ფინალში „შალკე 04-ს“ წინააღმდეგ.[24][25] წარმატებული გამოდგა ასევე შემდეგი სეზონი ბერბატოვისთვის. 2003-04 წლების სეზონში ბერბატოვმა 16 გოლი გაიტანა 24 მატჩში. მომდევნო ორ სეზონში 46 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, 5 კი — ჩემპიონთა ლიგაზე. მისით დაინტერესდა რამდენიმე ევროპული კლუბი — „სელტიკი“, „მადრიდის ატლეტიკო“ და „ლივერპული“.[11][19][26][27][28]

ინგლისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოტენჰემ ჰოთსფური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A dark-haired man wearing a plain white shirt and navy blue shorts looks towards the viewer with a red shirt over his left shoulder.
ბერბატოვი „ტოტენჰემი“-„არსენალის“ მატჩის შემდეგ, 2008 წელი

„ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ „ბაიერთან“ მიაღწია შეთანხმებას ბერბატოვის ტრანსფერის თაობაზე 2006 წლის მაისში;[29][30] €16 მილიონი ევროს(10.9 მილიონი ფუნტი) საფასურად და ბერბატოვი გახდა ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ბულგარელი ფეხბურთელი.[31][32] ტრანსფერი შედგა 2006 წლის 1 ივლისს, მას შემდეგ, რაც მიიღო ბერბატოვმა ინგლისში მუშაობის ნებართვა.[33] ბერბატოვმა „ტოტეჰემის“ მაისურით პირველად ითამაშა ინგლისის ჩემპიონატში „ბოლტონის“ წინააღმდეგ, სადაც დამარცხდა მისი გუნდი (0-2), 2006 წლის 16 აგვისტოს.[34] მან პირველი გოლი გაიტანა „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში, რომელიც დასრულდა „ტოტენჰემის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0.[35]

სადებიუტო სეზონში ევროთასებზე მის მიერ რვა შეხვედრაში გატანილი შვიდი გოლი დაეხმარა ტოტენჰემს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასვლაში.[36][37][38] მისი მეორე საევროთასო დებიუტი შედგა 2006 წლის ოქტომბერში, როდესაც „ბეშიქთაშთან“ 2-0 მოგებულ მატჩში გოლით გამოირჩა.[39] „ტოტენჰემი“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა 3-4 „სევილიასთან“ და გამოეთიშა უეფა-ს თასის გათამაშებას.[40][41] მას დასჭირდა გარკვეული დრო ადაპტაციისთვის, რათა ყოფილიყო ისეთ ფორმაში, როგორშიც იყო ლევერკუზენში თამაშისას. „უიგანის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ბერბატოვმა გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი საგოლე პასი. „ტოტეჰემმა“ გაიმარჯვა 3-1.[42] ამ მატჩის შემდეგ მას გაჰქონდა გოლები რეგულარულად.[43] მან პირველი გოლი ინგლისის თასზე გაიტანა 2007 წლის 18 თებერვალს, როდესაც „ფულემთან“ მატჩში შეცვლაზე შევიდა მოედანზე და 4-0 მოგებულ მატჩში გაიტანა ორი გოლი.[44] 2007 წლის აპრილში ბერბატოვი თავის თანაგუნდელ რობი კინთან ერთად დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ და 2004 წლის თებერვლის შემდეგ ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გაიზიარა ეს ჯილდო.[45] 2006-07 წლების სეზონში მან გაიტანა 12 გოლი 33 მატჩში პრემიერლიგაში[46] მოიგო „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და გახდა პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრების წევრი.[47]

მისი პირველი ჰეთ-თრიქი პრემიერლიგაში შედგა 2007 წლის დეკემბერს, „რედინგთან“ 6-4 მოგებულ მატჩში[48] მისი პირველი სათასო ფინალი შედგა 2008 წლის 24 თებერვალს ინგლისის ლიგის თასზე, სადაც „ტოტენჰემი“ შეხვდა „ჩელსის“, უემბლის სტადიონზე. ბერბატოვმა გაიტანა პენალტების სერიაში და მისმა გუნდმა გაიმარჯვა 2-1.[49] სეზონი დაასრულა 15 გატანილი გოლით.[46] შემდეგი სეზონის დაწყებამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა პრესის საშუალებით განაცხადა, რომ კონტრაქტს გააფორმებდა მისი გუნდი ბერბატოვთან. „ტოტენჰემმა“ უჩივლა „მანჩესტერს“ ლიგის წესების დარღვევისთვის.[50][51] ბერბატოვმა გამოტოვა მატჩები „სანდერლენდთან“ და „ჩელსისთან“ აგვისტოში, სეზონის პირველ თვეში.[52]

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბატოვი თამაშობს მანჩესტერის შემადგენლობაში 2008-09 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სელტიკის წინააღმდეგ

ბერბატოვი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგდა 2008 წლის 1 სექტემბერს, რაშიც კლუბმა გადაიხადა £30.75 მილიონი და გაფორმდა 4-წლიანი კონტრაქტი.[53][54] „ტოტენჰემმა“ განაცხადა ასევე ბერბატოვის სავარაუდო ტრანსფერზე „მანჩესტერ სიტიში“, მაგრამ ბერბატოვმა განაცხადა, რომ არასდროს უფიქრია „მანჩესტერ სიტიზე“.[55] . ბერბატოვის დებიუტი „მანჩესტერში“ შედგა 27 წლის ასაკში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, სადაც კარლოს ტევესის გოლმა ვერ უშველა გუნდს და დამარცხდნენ 1-2.[56] „მანჩესტერის“ მაისურით პირველი დუბლი მიითვალა „ოლბორგის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, 2008 წლის 30 სექტემბერს, რომელიც „მანჩესტერმა“ მოიგო, ანგარიშით 3-0.[57] პირველი გოლი ინგლისის ჩემპიონატში გაიტანა „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც დასრულდა 4-0, მანჩესტერის სასარგებლოდ. ალექს ფერგიუსონმა ის დაიცვა 2008-09 წლების სეზონის ინგლისის თასის ნახევარფინალში „ევერტონთან“ გაცუდებული პენალტის შემდეგ კრიტიკისგან, სადაც „მანჩესტერ იუნეიტედი“ დამარცხდა პენალტების სერიაში.[58] მალე, ბერბატოვმა კლუბის მაისურით მეხუთე გოლი გაიტანა მისი ყოფილი კლუბის, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ კარში, სადაც მანჩესტერი პირველ ტაიმში მარცხდებოდა, ანგარიშით 0-2, მეორე ტაიმში კი შემოაბრუნა მატჩის ბედი და მოიგო 5-2.[59] 2009 წლის 16 მაისს მოიგო პრემიერლიგა და გახდა პირველი ბულგარელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ეს ტიტული.[60] ბერბატოვმა მისი მესამე გოლი გაიტანა ინგლისის სუპერთასზე „ლონდონის ჩელსისთან“ 92-ე წუთზე 3-1 მოგებულ მატჩში.[61] რვა დღის შემდეგ მან სეზონის პირველი საპრემიერლიგო გოლი გაიტანა „ნიუკასლ იუნაიტედის“ კარში, მისმა გუნდმა კი მოიგო 3-0.[62] პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა 2009 წლის 16 სექტემბერს, ლივერპულთან 3-2 მოგებულ საშინაო თამაშში. მეორე გოლი გახდა პრემიერლიგის სეზონის გოლის კანდიდატი.[63] ეს იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელისთვის პირველი ჰეთ-თრიქი „ლივერპულთან“ 1964 წლის შემდეგ.[64] 2010 წლის 11 ნოემბერს შედგა მისი მე-100 მატჩი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ (0-0).[65] თექვსმეტი დღის შემდეგ ბერბატოვმა დაამყარა ინდივიდუალური რეკორდი — გაიტანა ხუთი გოლი „ბლექბერნ როვერსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც დასრულდა 7-1, „მანჩესტერის“ სასარგებლოდ. ის იყო პირველი არაინგლისელი, რომელმაც გაიტანა ხუთი გოლი ერთ მატჩში (ინგლისელთაგან მსგავსი შედეგის მიღწევა მოახერხეს ენდრიუ კოულმა, ალან შირერმა და ჯერმენ დეფომ).[6] 2010 წლის 20 დეკემბერს მეშვიდედ დაასახელეს ბულგარეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

2011 წელს პირველი გოლები გაიტანა „ბირმინგემ სიტისთან“ 5-0 მოგებულ მატჩში, სადაც ბერბატოვმა ჰეთ-თრიკი მიითვალა.[66] რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ (2002-03) ის გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელი, ვინც შეასრულა სამი ჰეთ-თრიკი ერთ სეზონში.[67] 2011 წლის იანვარში ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ბერბატოვი დაასახელა ევროპის 2010 წლის ყველაზე პოპულარულ მოქმედ ფეხბურთელად.[68] „ლონდონის არსენალთან“ და „მარსელის ოლიმპიკთან“ მატჩების გამოტოვების შემდეგ ბერბატოვი მოედანზე შემოვიდა მეორე ნახევარში ხავიერ ერნანდესის ნაცვლად „ბოლტონ უონდერერსთან“ მატჩში 19 მარტს, 88-ე წუთზე გაიტანა გოლი (მე-20 გოლი სეზონში), მისმა გუნდმა კი მოიგო 1-0.[69] 21-ე გოლი მან გაიტანა „ფულემთან“ 2-0 მოგებულ მატჩში. 2010-11 წლების სეზონში ბერბატოვი კარლოს ტევესთან ერთად შეიყვანეს პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში. ბერბატოვმა მის ყოფილ თანაგუნდელ ტევესთან ერთად მოიგო პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი.[70] 2011 წლის 28 მაისს მას მონაწილეობა არ მიუღია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც „მანჩესტერმა“ დათმო „ბარსელონასთან“ 1-3.[71]

შემდეგი სეზონის პირველი მატჩი ბერბატოვმა ჩაატარა „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ, შეცვლაზე შემოვიდა დენი უელბექის ნავლად, „იუნაიტედმა“ კი 2-1 მოიგო. ასევე შეცვლაზე შემოვიდა „ჩელსისთან“, შეცვალა ხავიერ ერნანდესი, რომელმაც მიიღო ტრავმა. მანჩესტერმა გაიმარჯვა 3-1. მან ითამაშა ლიგის თასზე „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ. მან სრულად ითამაშა ამ მატჩში. მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწია ამ მატჩშიც — გაიტანა სამი უპასუხო გოლი მეტოქის კარში. 2011 წლის 25 ოქტომბერს მან გაიტანა სეზონის პირველი გოლი, მაიკლ ოუენის პასით ისარგებლა და გაიტანა „ალდერშოტ თაუნის“ კარში ლიგის თასის მეოთხე ეტაპის მატჩში. მანჩესტერმა ამ მატჩშიც 3-0 მოიგო.[72] 22 ნოემბერს ბერბატოვმა შეწყვიტა ხანგრძლივი უგოლო სერია ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში, სადაც მანჩესტერმა „ლისაბონის ბენფიკასთან“ ითამაშა ფრედ, 2-2. 2011 წლის 21 დეკემბერს „ფულემთან“ მატჩში შემოვიდა მეორე ნახევარში დენი უელბექის ნაცვლად. მან გაიტანა 50-ე გოლი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირის მასშტაბით და კლუბის ისტორიაში გახდა 50-ე ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა 50 გოლი. ეს გოლი მისთვის იყო აგრეთვე 2011-12 წლების სეზონის პირველი გოლი. 2011 წლის 26 დეკემბერს ბერბატოვმა „უიგანთან“ 5-0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიკი მიითვალა. ეს იყო მეოთხე ჰეთ-თრიკი მისთვის „მანჩესტერის“ შემადგენლობაში და მეხუთე ყველა გათამაშებაში ერთად. 31 იანვარს მან ოლდ ტრაფორდზე „სტოკ სიტისთან“ 2-0 მოგებულ მატჩში გაიტანა გოლი.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბატოვის დებიუტი ბულგარეთის ნაკრებში შედგა 1999 წლის 17 ნოემბერს, 18 წლის ასაკში. ის შეცვლაზე შემოვიდა ამხანაგურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან ალექსანდარ ალექსანდროვის ნაცვლად, რომელიც დასრულდა 1-0, საბერძნეთის ნაკრების სასარგებლოდ.[73][74] პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2000 წლის 12 თებერვალს ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც მოიგო ბულგარეთის ნაკრებმა 3-2.[73][75] ბერბატოვი თამაშობდა ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც ბულგარეთი ჯგუფური ეტაპიდანვე დაემშვიდობა გათამაშებას.[76] 2009 წლის ოქტომბერში საქართველოს ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, სადაც ბულგარეთმა გაიმარჯვა 6-2, ბერბატოვმა შეასრულა ჰეთ-თრიკი, რის შემდეგაც მან 46 გოლი დააგროვა ნაკრების შემადგენლობაში. მალტის ნაკრებთან სტუმრად 4-0 მოგებულ მატჩში მან დუბლი მიითვალა და 48 გოლით დაამყარა რეკორდი, გახდა ბულგარეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.[77] ბერბატოვი ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო 2006 წლიდან 2010 წლის მაისამდე,[78] როდესაც მან განაცხადა ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. ნაკრების მაისურით ითამაშა 77 მატჩი და გაიტანა 48 გოლი.[79]

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტკია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი საკონტინენტთაშორისო სხვა ჯამი
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ცსკა სოფია 1998–99 11 3 5 3 0 0 0 0 16 6
1999–2000 27 14 4 2 3 0 0 0 34 16
2000–01 11 9 0 0 4 7 0 0 15 16
ჯამში 49 26 9 5 7 7 0 0 65 38
ბაიერი II 2000–01 7 6 0 0 0 0 0 0 0 0 7 6
ბაიერ 04 ლევერკუზენი 2000–01 6 0 0 0 0 0 0 0 0 0 6 0
2001–02 24 8 6 6 0 0 11 2 0 0 41 16
2002–03 24 4 2 0 1 0 7 2 0 0 33 6
2003–04 33 16 3 3 0 0 0 0 0 0 34 19
2004–05 33 20 1 1 2 0 10 5 0 0 46 26
2005–06 34 21 2 3 0 0 2 0 0 0 37 24
ჯამში 154 69 14 13 3 0 30 9 0 0 201 91
ტოტენჰემ ჰოთსფური 2006–07 33 12 5 3 3 1 8 7 0 0 49 23
2007–08 36 15 2 2 6 1 8 5 0 0 52 23
2008–09 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0
ჯამში 70 27 7 5 9 2 16 12 0 0 102 46
მანჩესტერ იუნაიტედი 2008–09 31 9 3 1 0 0 9 4 0 0 43 14
2009–10 33 12 1 0 2 0 6 0 1 0 43 12
2010–11 32 20 2 0 0 0 7 0 1 1 42 21
2011–12 7 4 0 0 3 1 3 1 1 0 14 6
ჯამში 103 45 6 1 5 1 25 5 3 1 142 53
ჯამში კარიერის მანძილზე 376 167 36 24 17 3 78 33 3 1 510 228

ბულგარეთის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[73]

Bulgaria national team
წელიმატჩიგოლი
1999 1 0
2000 3 2
2001 8 4
2002 5 2
2003 8 7
2004 13 10
2005 10 7
2006 6 0
2007 9 8
2008 7 2
2009 8 7
2010 1 0
Total 77 48

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცსკა სოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიერ ლევერკუზენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოტენჰემ ჰოთსფური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A dark-haired man in sunglasses and a wide-collared open shirt holds a pen in his hand as he looks down at a piece of paper held out to him by one of a crowd of people which surrounds him.
ბერბატოვი არიგებს ავტოგრაფებს სოფიაში 2009 წელს

(*რობი კინთან ერთად)
(**კარლოს ტევესთან ერთად)

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერბატოვმა ინგლისური ენა ისწავლა ამერიკული მინისერიალის ნათლიმამას ყურებით.[96] ფეხბურთის გარდა, მისი ჰობია ხატვა და კალათბურთი.[97] ის არის ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციების სპონსორი მშობლიურ ბულგარეთში, ეხმარება ხუთ ბავშვთა სახლს.[98] ის ასევე არის დიმიტარ ბერბატოვის ფონდის დამაარსებელი, რომელიც ეხმარება მოზარდებს ტალანტის გამოვლენაში და განვითარებაში. მას დიდი ხანია ჰყავს მეგობარი გოგონა, ელენა. მათ შეეძინათ შვილი, დეა, 2009 წლის 15 ოქტომბერს, სოფიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 D. Berbatov. Soccerway. Perform Group. ციტირების თარიღი: 19 November 2017.
  2. „Dimitar Berbatov: factfile – Manchester United“. Manchester Evening News. MEN Media. 2 September 2008. ციტირების თარიღი: 4 September 2008.
  3. „Dimitar Berbatov“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 2 April 2011.
  4. „Berbatov breaks new ground in Bulgaria“. UEFA. 14 January 2010. ციტირების თარიღი: 14 January 2010.
  5. 5.0 5.1 „UEFA.com – Dimitar Berbatov“. UEFA. ციტირების თარიღი: 24 November 2010.
  6. 6.0 6.1 Chowdury, Saj (27 November 2010). „Man Utd 7–1 Blackburn“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 27 November 2010.
  7. „Berbatov Supports Bulgarian Nurses in Libya“. Bulgaria News. Web Media Group. 6 June 2007. ციტირების თარიღი: 4 September 2008.
  8. „No dream duel for Berbatov“. UEFA. 18 February 2003. ციტირების თარიღი: 10 March 2007.
  9. Blackburn, Martin (20 October 2007). „Toon-mad Berbatov slept in Shearer shirt“. The Sun. London: News International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 23 October 2007.
  10. „Toon-mad Berbatov slept in Shearer shirt“. South Shields Gazette. Johnston Publishing Ltd. 20 October 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 23 October 2007.
  11. 11.0 11.1 „Bulgaria at Euro 2004: Berbatov“. Novinite Ltd. 6 June 2004. ციტირების თარიღი: 23 January 2001.
  12. CSKA Sofia 0–2 Newcastle United. Worldfootball.net. HEIM:SPIEL. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  13. Spellman, Damian (17 September 1998). „Robson's Magpies make it look easy“. The Independent. Sofia: Independent News & Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  14. Lecce scatenato: dalla Bulgaria arriva Berbatov Italian. La Gazzetta dello Sport. Rcs Quotidiani Spa (15 June 2000). ციტირების თარიღი: 2 March 2009.
  15. „Berbatov joins Bayer Leverkusen“. BBC Sport. 15 July 2000. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  16. Berbatov, Dimitar. National Football Teams. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  17. Green, Jeff (25 May 2001). „Welcoming the European champs“. Sports Illustrated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 17 February 2010.
  18. „Bayer zaubert brasilianisch“. Der Spiegel (German). 11 February 2001. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  19. 19.0 19.1 „Dimitar Berbatov“. ESPNSoccernet. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  20. „Lyon win six-goal thriller“. UEFA. 31 October 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  21. „Liverpool suffer Euro woe“. BBC Sport. 9 April 2002. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  22. „Real crowned champions of Europe“. BBC Sport. 15 May 2002. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  23. „Borussia claim Bundesliga title“. BBC Sport. 5 May 2002. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  24. „Schalke bash Bayer to retain cup“. BBC Sport. 11 May 2002. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  25. „Schalke wins German Cup 4–2“. Sports Illustrated. 11 May 2002. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  26. „Bulgarian Duo in Celtic“. Novinite Ltd. 28 July 2004. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  27. „Atletico Confirms Interest in Bulgarian Duo“. Novinite Ltd. 18 June 2005. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  28. „The gossip column“. BBC Sport. 5 December 2004. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  29. „Tottenham agree fee for Berbatov“. BBC Sport. 17 May 2006. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  30. „Dimitar Signs“. Tottenham Hotspur F.C. 17 May 2006. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  31. „Tottenham signs Berbatov for €16 million“. Novinite Ltd. 17 May 2006. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  32. „Spurs new-boy Berbatov 'turned down United offer'. ESPNSoccernet. 18 May 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  33. Nine for Berbatov. Tottenham Hotspur F.C. (17 May 2006). ციტირების თარიღი: 18 May 2006.
  34. McKenzie, Andrew (19 August 2006). „Bolton 2–0 Tottenham“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  35. McNulty, Phil (22 August 2006). „Tottenham 2–0 Sheff Utd“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  36. Sinnott, John (19 October 2006). „Besiktas 0–2 Tottenham“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  37. Brown, Sophie (2 November 2006). „Tottenham 3–1 Club Bruges“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  38. Warren, Dan (14 December 2006). „Tottenham 3–1 Dinamo Bucharest“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  39. Sinnott, John (19 October 2006). „Besiktas 0–2 Tottenham“. BBC News. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  40. Hookham, Richard (5 April 2007). „Sevilla 2–1 Tottenham“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  41. May, John (12 April 2007). „Sevilla 2–2 Tottenham (agg 3–4)“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  42. Sanghera, Mandeep (26 November 2006). „Tottenham 3–1 Wigan“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  43. Lyon, Sam (9 December 2006). „Tottenham 5–1 Charlton“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  44. Sinnott, John. (18 February 2007) Fulham 0–4 Tottenham. BBC Sport. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  45. „Keane & Berbatov win April award“. BBC Sport. 7 May 2007. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  46. 46.0 46.1 Dimitar Berbatov. Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  47. Dimitar Berbatov. Tottenham Hotspur F.C.. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  48. McIntyre, David (29 December 2007). „Tottenham 6–4 Reading“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  49. Stevenson, Jonathan (24 February 2008). „Tottenham 2–1 Chelsea“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 February 2008.
  50. „Ferguson 'embarrassed' for Spurs“. BBC Sport. 19 July 2008. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  51. „Tottenham submit Berbatov dossier“. BBC Sport. 21 July 2008. ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  52. „Match Squad Update“. Tottenham Hotspur F.C. 23 August 2008. ციტირების თარიღი: 23 August 2008.
  53. „Tottenham Financial Records“ (PDF). Tottenham Hotspur F.C. 10 November 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 22 ნოემბერი 2009. ციტირების თარიღი: 10 November 2009.
  54. Manchester United deal. Tottenham Hotspur F.C. (1 September 2008). ციტირების თარიღი: 2 September 2008.
  55. „Berbatov not tempted by Man City“. BBC Sport. 12 September 2008. ციტირების თარიღი: 12 September 2008.
  56. Sanghera, Mandeep (13 September 2008). „Liverpool 2–1 Man Utd“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 13 September 2008.
  57. Hibbs, Ben. (30 September 2008) Berbatov Plays It Cool. Manchester United F.C.. ციტირების თარიღი: 1 October 2008.
  58. Sir Alex leaps to defence of Berbatov. ESPN Soccernet (20 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 2 July 2009.
  59. Ashenden, Mark (25 April 2009). „Man Utd 5–2 Tottenham“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 26 April 2009.
  60. United's Berbatov First Bulgarian to Win England Premier League Title. Novinite Ltd (16 May 2009). ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  61. Fletcher, Paul (8 August 2010). „Chelsea 1–3 Man Utd“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 8 August 2010.
  62. Chowdhury, Saj (16 August 2010). „Man Utd 3–0 Newcastle“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 16 August 2010.
  63. McNulty, Phil (19 September 2010). „Man Utd 3–2 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 19 September 2010.
  64. „Liverpool sunk by Berbatov hat-trick“. CNN. 19 September 2010. ციტირების თარიღი: 19 September 2010.
  65. Coppack, Nick (11 November 2010). „Berba's century“. Manchester United F.C. ციტირების თარიღი: 11 November 2010.
  66. Whyatt, Chris (22 January 2011). „Man Utd 5–0 Birmingham“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  67. Hibbs, Ben (22 January 2011). „Man Utd 5 Birmingham 0“. Manchester United F.C. ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  68. 68.0 68.1 „The World's Most Popular Footballer Amongst Currently Active Players in 2010“. International Federation of Football History & Statistics. 21 January 2011. ციტირების თარიღი: 21 January 2011.
  69. Shemilt, Stephan (19 March 2011). „Man Utd 1 – 0 Bolton“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 23 March 2011.
  70. Berbatov and Tevez share Golden Boot. პრემიერ ლიგაPremier League (26 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 26 May 2011.
  71. McNulty, Phil (28 May 2011). „Barcelona 3 – 1 Man Utd“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 28 May 2011.
  72. Magowan, Alastair (25 October 2011). „Aldershot 0-3 Man Utd“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 26 October 2011.
  73. 73.0 73.1 73.2 Dimitar Berbatov – Goals in International Matches. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  74. 1999 Matches – Europe (October – December). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  75. 2000 Matches – Intercontinental (January – March). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  76. „Dimitar Berbatov happy with Bulgaria retirement decision“. The Guardian. London: Guardian Media Group. 24 September 2010. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  77. Iliev, Nick (19 November 2009). „Berbatov becomes Bulgaria's all-time goalscorer in 4–1 win over Malta“. The Sofia Echo. Sofia Echo Media Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  78. „Berbatov to Wear Captain's Armband of Bulgarian Football Team“. Novinite Ltd. 22 March 2007. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  79. „Berbatov not for sale, says Man Utd boss Ferguson“. BBC Sport. 21 May 2010. ციტირების თარიღი: 18 July 2010.
  80. „Dimitar Berbatov Wins Bulgaria Man of the Year Award“. Novinite Ltd. 4 December 2009. ციტირების თარიღი: 4 December 2009.
  81. „Dimitar Berbatov Named Bulgaria's Football Player for 2002“. Novinite Ltd. 27 December 2002. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  82. „Berbatov Named Bulgaria's Best Footballer“. Novinite Ltd. 20 December 2004. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  83. „Berbatov Named Bulgaria's Top Football Player“. Novinite Ltd. 23 December 2005. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  84. Bivol, Alex (24 March 2008). „Berbatov receives Bulgarian Footballer of the Year award“. The Sofia Echo. Sofia Echo Media Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  85. Leviev-Sawyer, Clive (27 December 2008). „Berbatov voted Bulgarian Football Union's 'Footballer of the Year'. The Sofia Echo. Sofia Echo Media Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  86. „Berbatov wins record sixth Bulgarian award“. Reuters. 14 January 2010. ციტირების თარიღი: 23 January 2011.[მკვდარი ბმული]
  87. „Berbatov Wins 7th 'Bulgarian Football Player of the Year' Prize“. Novinite Ltd. 20 December 2010. ციტირების თარიღი: 23 January 2011.
  88. „Dimitar In The Swing“. Tottenham Hotspur F.C. 10 July 2006. ციტირების თარიღი: 10 July 2006.
  89. „Keane & Berbatov win April award“. BBC Sport. 7 May 2007. ციტირების თარიღი: 7 May 2007.
  90. United duo scoop Barclays awards. Sky Sports (4 February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 4 February 2011.
  91. „Ronaldo secures PFA awards double“. BBC Sport. 22 April 2007. ციტირების თარიღი: 22 April 2007.
  92. „Spurs' Gareth Bale wins PFA player of the year award“. BBC Sport. 18 April 2011. ციტირების თარიღი: 18 April 2011.
  93. „Berbatov scoops Barclays award“. Premier League. 17 December 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 17 December 2010.
  94. „Berbatov claims second Barclays award“. Premier League. 1 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 1 April 2011.
  95. Marshall, Adam (26 May 2011). „Dimitar's Golden Boot delight“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 26 May 2011.
  96. Burt, Jason (24 November 2006). „Bayer Leverkusen 0 Tottenham Hotspur 1: Berbatov excels in the spotlight to put Tottenham through“. The Independent. London: Independent News & Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  97. „Dimitar Berbatov“. BBC Sport. 23 June 2004. ციტირების თარიღი: 20 May 2006.
  98. „How Manchester United star Dimitar Berbatov played his way out of poverty“. Daily Mirror. Trinity Mirror. 13 September 2006. ციტირების თარიღი: 13 September 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]