12 თებერვალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | თებერვალი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | |||
| 2013 | ||||||
12 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის 43-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 322 დღე (ნაკიან წელში - 323).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 55 : რომის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ტიბერიუს კლაუდიუს კეისარ ბრიტანიკუსი გარდაიცვალა იდუმალებით მოცულ ვითარებაში, რამაც გზა გაუხსნა ნერონის იმპერატორობას.
- 1354 : სტრასლუნდის ხელშეკრულებით მოგვარდა სასაზღვრო უთანხმოება მეკლენბურგისა და პომერანიის საგრაფოებს შორის.
- 1502 : ვასკო და გამა ლისაბონიდან, პორტუგალია, გადის ინდოეთისკენ მეორე მოგზაურობაში.
- 1541 : სანტიაგო დე ჩილე დააფუძნა პედრო დე ვალდივიამ.
- 1719 : ნიდერლანდის უძველესი სადაზღვეო კომპანია Onderlinge van 1719 u.a. დაარსდა.
- 1733 : ინგლისელი ჯეიმზ ოგლთორპი აფუძნებს შეერთებული შტატების მე-13 კოლონიას - ჯორჯია, და მის პირველ ქალაქ სავანას (ჯორჯიის დღე).
- 1737 : ევროპის უძველესი მოქმედი ოპერის თეატრი სან კარლო გაიხსნა.
- 1771 : გუსტავ III შვედეთის მეფე გახდა, მას შემდეგ რაც მამამისმა ადოლფ ფრედერიკმა "საკუთარი თავი შეჭამა".
- 1818 : ბერნარდო ო'ჰიგინსმა ჩილეს დამოუკიდებლობას მოაწერა ხელი კონცეპციონთან.
- 1832 : ეკვადორმა გალაპაგოსის კუნძულები დაიპყრო.
- 1879 : ნიუ-იორკის მედისონ სქუერ გარდენში აშშ-ის პირველი ყინულის მოედანი გაიხსნა.
- 1912 : ჩინეთის ბოლო იმპერატორი ხუანტონი, მანჩუ ქინის დინასტიიდან, ტახტიდან გადადგა.
- 1912 : ჩინეთის რესპუბლიკა გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა.
- 1919 : უკრაინის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.
- 1924 : კელვინ კულიჯი პირველი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც რადიოთი გამოვიდა სიტყვით.
- 1934 : ავსტრიის სამოქალაქო ომი დაიწყო.
- 1961 : საბჭოთა კავშირმა კოსმოსური ზონდი "ვენერა-1" გაუშვა ვენერის გამოსაკვლევად.
- 1990 : დუშანბეში, ტაჯიკეთი, მთავრობისა და ოპოზიციის მომხრეთა შორის უთანხმოების გამო სამოქალაქო ომი დაიწყო.
- 2002 : ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი დაიწყო იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის გასასამართლებლად. მილოშევიჩი ოთხ წელიწადში გარდაიცვალა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე.
- 2008 : ციურიხის მუზეუმიდან მძარცველებმა გაიტაცეს იმპრესიონისტების ოთხი ფერწერული ტილო, რომელთა ღირებულება $160 მილიონს აღემატება (ნაძარცვს შვეიცარიის პოლიციამ ერთ კვირაში მიაგნო).
- 2010 : ოლიმპიურ თამაშებზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი.
- 2012 :
- ზამბიის ფეხბურთელთა ნაკრები აფრიკის 2012 წლის ეროვნებათა თასის მფლობელი გახდა.
- გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი თანამდებობიდან გადადგა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1809 : დარვინი, ჩარლზ – ინგლისელი ბუნებისმეტყველი.
- 1809 : ლინკოლნი, აბრაჰამ – აშშ–ს სახელმწიფო მოღვაწე.
- 1814 : მარქსი, ჟენი – კარლ მარქსის მეუღლე და თანაშემწე.
- 1876 : XIII დალაი ლამა
- 1900 : ჩუიკოვი, ვასილ – ორგზის სსრ კავშირის გმირი, გენერალ–პოლკოვნიკი.
- 1906 : არეშიძე, ქრისტეფორე - ქართველი ქიმიკოსი.
- 1934 : ბილ რასელი - ბოსტონ სელტიკსის და აშშ ნაკრების პროფესეიონალური კალათბურთელი.
- 1980 : რიჩი, კრისტინა - ამერიკელი მსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1804 : კანტი, იმანუელ – გერმანელი ფილოსოფოსი.
- 1916 : დედეკინდი, რიხარდ იულიუს ვილჰელმ - გერმანელი მათემატიკოსი
- 1942 : ვუდი, გრანტ - ამერიკელი ფერმწერი
- 1981 : ატამანოვი, ლევ - საბჭოთა კინორეჟისორი
- 2010 : ქუმარიტაშვილი, ნოდარ - ქართველი მოციგავე
- 2012 : ალექსი ჭინჭარაული - ქართველი ენათმეცნიერი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
- წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის ანტიპაპი და მის თანა წამებულნი კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
- ღირსი ზენონი
- თეოფილე ახალი
- პეტრე ბულგარელი
- წმინდა თეოდორე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |