ბლაგოევგრადი
| ქალაქი
ბლაგოევგრადი
Благоевград
|
ბლაგოევგრადი (ბულგ. Благоевград) - არის ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთში, ადმინისტრაციული ცენტრია ბლაგოევგრადის ოლქის. 2009 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობს 77,200 ადამიანი.
ეს ქალაქი არის ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთის. ბლაგოევგრადში მიედინება მცირე სიგრძის მდინარე ბისტრიცა, ეს მდინარე ჩაედინება ქალაქის სიახლოვეს არსებულ მდინარე სტრუმაში. ბლაგოევგრადის სიახლოვეს მდინარეობს რილას და პირინის მთები. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრიდან 101 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სოფია, ხოლო რამდენიმე კილომეტრში არის ბულგარეთ, საბერძნეთის, მაკედონიის და სერბეთის ოფიციალური საზღვრები. დასახლებულ პუნქტში ძირითადად არის XIX საუკუნის არქიტექტურა.
ბლაგოევგრადში მდებარეობს ორი უნივერსიტეტი: სამხრეთ-დასავლეთი უნივერსიტეტი "ნეოფიტ რილსკი" და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში.
ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო და ის შედიოდა თრაკიის სახელმწიფოს შემადგენლობაში.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
აუბურნი, აშშ
დელჩევო, მაკედონია
სკოპიე, მაკედონიის რესპუბლიკა
სერრე, საბერძნეთი
სეკეშფეხეპვარი, უნგრეთი
სალონიკი, საბერძნეთი
ნაგასაკი, იაპონია
ბათუმი, საქართველო
სტატიის