ვახტანგ VI: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.187.222-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვ...
ხაზი 38: ხაზი 38:
[[1703]] ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) მისი ძმისწული ვახტანგი დანიშნა.
[[1703]] ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) მისი ძმისწული ვახტანგი დანიშნა.


==ვახტანგის მოღვაწეობა ქართლის აღორძინებისთვის==
იყო მწერალი და მეცნიერი
[[ფაილი:ვახტანგ მე-VI.jpg|220px|მინიატიურა|მარცხნივ|ვახტანგ VI–ის საფლავი ასტრახანში]]
ვახტანგმა თავიდანვე დაიწყო ქვეყანაში წესრიგის აღდგენა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართული ეროვნული წეს-ჩვეულებები. შექმნა "მცველთა ჯარი" ანუ სამეფო გვარდია, რითაც დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გაფართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ [[დასტურლამალი|დასტურლამალში]] აისახა. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული|კანონთა კრებული]]. იყო ე. წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება. მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ქართული სინამდვილისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კრებულის ძირითადი ნაწილი - "[[სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა]]". ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" უწოდეს.

ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესული განათლებულ მეცნიერთა დასის - [[სწავლულ კაცთა კომისია|სწავლულ კაცთა კომისიის]] დიდი კულტურული საქმიანობა. ვახტანგ VI-ის ნაყოფიერი მოღვაწეობა რამდენიმე წლით შეწყდა [[1712]], ჯერ [[გიორგი XI|გიორგი XI-ისა]] და მერე ირანში მისი შემცვლელის [[ქაიხოსრო|ქაიხოსროს]] ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, როდესაც ვახტანგ VI-ის ჯანიშინობა დასრულდა. ვახტანგ VI [[ირანი]]ს შაჰმა [[ქართლი]]ს სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] დაიბარა და [[მაჰმადიანობა|მაჰმადიანობის]] მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა. ვახტანგ VI [[ქირმანი|ქირმანში]] გადაასახლეს, სადაც [[1719]]-მდე დაჰყო. ამავე [[1719]] წელს მანამდე ([[1716]]) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოღვაწეობის მეორე პერიოდში ([[1719]]-[[1724]]) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. [[საქართველო]] კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ [[რუსეთი|რუსეთთან]] კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა [[პეტრე I]]-თან, რომელიც, იმჟამად, [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა. სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ლაშქრობა შეუძლებელი გახადა. [[1723]] აღმოსავლეთ საქართველოს [[ოსმალები]] დაეპატრონენ. [[1724]] ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა [[რუსეთი]]ს დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა [[ასტრახანში|ასტრახანში]], დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში.

[[File:Anna Alexandrovna Galitzin, nee Gruzinsky.jpg|file|thumb|250px|[[ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი-გალიცინა]] - ვახტანგ VI-ის შვილთაშვილი.]]

ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას, მის ევროპულ ორიენტაციას, უთუოდ ამჩნევია მისი ბიძისა (გიორგი XI-ის) და მამის (ლევანი), აგრეთვე, მისი აღმზრდელი [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ხელი. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს, კერძოდ კი კაპუცინებს. მათი დახმარებით [[1709]] წელს ვახტანგმა მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. სიახლოვე მისიონარებთან თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა [[დომენტი IV|დომენტი კათალიკოსი]]. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც ვახტანგ VI-მ სულხან-საბასთან ერთად მიიღო, რითაც ეს უკანასკნელი ევროპაში გაემგზავრა, მას ჯანიშინობის დატოვებად დაუჯდა, სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არ ერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკებისადმი, რის გამოც იგი [[ლუი XIV (საფრანგეთი)|ლუი XIV-სგან]] დახმარებას ელოდა. როგორც მისიონარები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როდესაც ქართლში მისი ვაჟი [[ბაქარი]] ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი [[ინოკენტი XIII|ინოკენტი XIII-სა]] და ავსტრიის იმპერატორ [[კარლ VI|კარლ VI-დმი]]. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: "... გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო", "...სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა."

[[ვახტანგ VI-ის სტამბა|ვახტანგ VI-ის სტამბაში]] დაიბეჭდა პირველად "[[ვეფხისტყაოსანი]]" ([[1712]]) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები - პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. ნაშრომი საგულისხმოა ლექსიკოლოგიური თვალსაზრისითაც. ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" მნიშვნელოვანია როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა, მან დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ [[რუსთველოლოგია]]ს. ვახტანგ VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"), [[სპარსული]]დან თარგმნა "[[ქილილა და დამანა]]", "ამირ-ნასარიანი" და სხვ.

ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირვევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურვა სოფლისადმი". ვახტანგ VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა; სიყვარულის ერთადერთ საგნად დასახულია უმაღლესი რეალობა, როგორც ეს ქრისტიანულ [[თეოლოგია]]შია მიჩნეული, ღვთაებრივი სინამდვილე. ამ ე. წ. "საღვთო მიჯნურობის" კონცეფციით სცადა მან "ვეფხისტყაოსანში" სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვახტანგ VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება პოვა ქართულ პოეზიაში ([[გურამიშვილი, დავით|დ. გურამიშვილი]], [[ბარათაშვილი, მამუკა|მ. ბარათაშვილი]] და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრეტული სახეებსაა მოკლებული. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური, ადამიანური განცდები ("რანი და მოვაკანი და"...), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა ("რა სჯობს მაისში ტფილისსა...") და სხვ.


== მოლაპარაკებები საქართველოში გადმოსასვენებლად ==
== მოლაპარაკებები საქართველოში გადმოსასვენებლად ==

19:08, 18 მარტი 2014-ის ვერსია

ვახტანგ VI
ქართლის მეფე
კორონაცია: 1716
მმართ. დასაწყისი: 1703–1712; 1719
მმართ. დასასრული: 1724
წინამორბედი: ქაიხოსრო
მემკვიდრე: იესე
სხვა წოდებები: ჯანიშინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1675 წლის 15 სექტემბერი
გარდ. თარიღი: 1737 წლის 26 მარტი
გარდ. ადგილი: ასტრახანი რუსეთის დროშა
შვილები: 1.ვახუშტი ბატონიშვილი
2. ბაქარი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ლევანი
დედა: თუთა გურიელი
ვახტანგ VI-ის დროშა

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი. 1737, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714, მეფე 1716-1724. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. დედა–თუთა, ქაიხოსრო გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.

ადრეული წლები

ვახტანგი სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა და 1680 წლიდან დედინაცვალი, თინათინ ავალიშვილი ზრდიდა. სწავლა–განათლება და სამხედრო წვრთნა ვახტანგმა ბიძის, გიორგი XI–ის კარზე მიიღო. იმ დროს მიღებული წესის მიხედვით, ვახტანგს, როგორც ბატონიშვილს, ასწავლიდნენ სასულიერო და საერო ლიტერატურას, ისტორიას და სამხედრო ხელოვნებას. ვახტანგი დაახლოებული იყო აგრეთვე თავის უფროს ბიძასთან – არჩილ II–სთან. 13 წლის ვახტანგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი გამოდის გიორგი XI–ის მომხრედ და იბრძვის ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. 1691 წელს გიორგი XI-მ დაიწყო ბრძოლა ქართლში გასამეფებლად. ბრძოლა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგი აქაც მონაწილეობდა საბრძოლო შეტაკებებში. 1692 წელს თბილისის მისადგომებთან ვახტანგი მონაწილეობდა ირანელთა გარნიზონის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოწინააღმდეგის ნასროლი ისარი ვახტანგს ხოხონა ხერხეულიძის მარჯვედ ნახმარმა ფარმა ააცდინა. 1695 წელს ვახტანგმა იქორწინა ჩერქეზეთის ბატონის ასულ რუსუდანზე. ეს ნაბიჯი ჩერქეზეთთან კავშირის განმტკიცებას ისახავდა მიზნად. მოკრძალებული ქორწილი ხარაგოულში გადაიხადეს. 1703 ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) მისი ძმისწული ვახტანგი დანიშნა.

ვახტანგის მოღვაწეობა ქართლის აღორძინებისთვის

ფაილი:ვახტანგ მე-VI.jpg
ვახტანგ VI–ის საფლავი ასტრახანში

ვახტანგმა თავიდანვე დაიწყო ქვეყანაში წესრიგის აღდგენა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართული ეროვნული წეს-ჩვეულებები. შექმნა "მცველთა ჯარი" ანუ სამეფო გვარდია, რითაც დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გაფართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ დასტურლამალში აისახა. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებული. იყო ე. წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება. მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ქართული სინამდვილისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კრებულის ძირითადი ნაწილი - "სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა". ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" უწოდეს.

ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესული განათლებულ მეცნიერთა დასის - სწავლულ კაცთა კომისიის დიდი კულტურული საქმიანობა. ვახტანგ VI-ის ნაყოფიერი მოღვაწეობა რამდენიმე წლით შეწყდა 1712, ჯერ გიორგი XI-ისა და მერე ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსროს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, როდესაც ვახტანგ VI-ის ჯანიშინობა დასრულდა. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა. ვახტანგ VI ქირმანში გადაასახლეს, სადაც 1719-მდე დაჰყო. ამავე 1719 წელს მანამდე (1716) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოღვაწეობის მეორე პერიოდში (1719-1724) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ რუსეთთან კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა პეტრე I-თან, რომელიც, იმჟამად, კასპიის ზღვის სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა. სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ლაშქრობა შეუძლებელი გახადა. 1723 აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. 1724 ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა რუსეთის დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში, დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი-გალიცინა - ვახტანგ VI-ის შვილთაშვილი.

ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას, მის ევროპულ ორიენტაციას, უთუოდ ამჩნევია მისი ბიძისა (გიორგი XI-ის) და მამის (ლევანი), აგრეთვე, მისი აღმზრდელი სულხან-საბა ორბელიანის ხელი. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს, კერძოდ კი კაპუცინებს. მათი დახმარებით 1709 წელს ვახტანგმა მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. სიახლოვე მისიონარებთან თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა დომენტი კათალიკოსი. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც ვახტანგ VI-მ სულხან-საბასთან ერთად მიიღო, რითაც ეს უკანასკნელი ევროპაში გაემგზავრა, მას ჯანიშინობის დატოვებად დაუჯდა, სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არ ერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკებისადმი, რის გამოც იგი ლუი XIV-სგან დახმარებას ელოდა. როგორც მისიონარები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როდესაც ქართლში მისი ვაჟი ბაქარი ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი ინოკენტი XIII-სა და ავსტრიის იმპერატორ კარლ VI-დმი. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: "... გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო", "...სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა."

ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად "ვეფხისტყაოსანი" (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები - პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. ნაშრომი საგულისხმოა ლექსიკოლოგიური თვალსაზრისითაც. ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" მნიშვნელოვანია როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა, მან დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. ვახტანგ VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"), სპარსულიდან თარგმნა "ქილილა და დამანა", "ამირ-ნასარიანი" და სხვ.

ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირვევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურვა სოფლისადმი". ვახტანგ VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა; სიყვარულის ერთადერთ საგნად დასახულია უმაღლესი რეალობა, როგორც ეს ქრისტიანულ თეოლოგიაშია მიჩნეული, ღვთაებრივი სინამდვილე. ამ ე. წ. "საღვთო მიჯნურობის" კონცეფციით სცადა მან "ვეფხისტყაოსანში" სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვახტანგ VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება პოვა ქართულ პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრეტული სახეებსაა მოკლებული. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური, ადამიანური განცდები ("რანი და მოვაკანი და"...), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა ("რა სჯობს მაისში ტფილისსა...") და სხვ.

მოლაპარაკებები საქართველოში გადმოსასვენებლად

ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვახტანგ VI-ის (ასევე, თეიმურაზ II-ის) საქართველოში გადმოსასვენებლად. 2011 წლის ნოემბრის ბოლოს მოსკოვში ვიზიტად მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის რუსეთის პატრიარქთან და პრეზიდენტთან შეხვედრების დროს განხილვის ერთ-ერთი თემა ქართველი მეფეების ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის საქართველოში გადმოსვენების საკითხი იყო. საქართველოს პატრიარქის განცხადებით „რუსეთის შესაბამის სამსახურებს სპეციალური დოკუმენტაცია გადაეგზავნათ და აღნიშნული საკითხი შესწავლის პროცესშია“.[1]

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

  • დონდუა ვ., ვახტანგ Vი-ის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან (1712-1745), «მიმომხილველია», 1983, ტ. 3;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები , ტ. 4, თბ., 1973;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
  • ჯავახიშვილი ივ., დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, ტფ., 1919;
  • Цагарели А. А., Сношения России с Кавказом в XVI-XVIII столетиях, СПб., 1891;
  • დუმბაძე მ., ცაიშვილი ს., ქსე, ტ. 4, გვ. 336-337, თბ. , 1979
  • გიორგი პაიჭაძე, „ვახტანგ მეექვსე“, თბ., „მეცნიერება“, 1981

სქოლიო

წინამორბედი:
ქაიხოსრო
ქართლის მეფე
1716 - 1724
შემდეგი:
იესე