ინოკენტი XIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინოკენტი XIII

ინოკენტი XIII (ლათ. Innocentius Tertius Decimus) ერისკაცობაში მიკელანჯელო დეი კონტი (იტალ. Michelangelo dei Conti) (დ. 13 მაისი, 1655 პოლი, ლაციო, იტალია — გ. 7 მარტი, 1724, რომი, იტალია) — რომის პაპი 1721–1724 წლებში.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე როგორც კარდინალმა სახელი გაითქვა მაღალი ზნეობრიობით. იანსენიზმის რეაბილიტაციაზე უარი უთხრა ფრანგ ეპისკოპოსებს, დროებით შეაჩერა იეზუიტების მისიონერობა ჩინეთში. იმპერატორ კარლ VI-ე ჩააბარა ნაპოლისა და სიციილის სამეფოები. უჭერდა მხარს იაკობ III-ის გამეფებას ბრიტანეთში. მას მიმართა ქართლის მეფემ ვახტანგ VI-მ მის ცნობილ წერილში 1722 წელს, სადაც ვახტანგი მას თავის რწმენასა და საეკლესიო-პოლიტიკურ ვითარებაზე მოუთხრობს, აგრეთვე აღწერს ქვეყნისა და საკუთარ მდგომარეობას.

წინამორბედი:
კლემენტ XI
რომის პაპი

17211724
შემდეგი:
ბენედიქტე XIII