პარანიაკე
პარანიაკე ინგლ. City of Parañaque ტაგალ. Lungsod ng Parañaque | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
შიდა დაყოფა | Baclaran[1] , BF Homes[1] , Don Bosco[1] , Don Galo[1] , La Huerta[1] , Marcelo Green Village[1] , Merville[1] , Moonwalk[1] , San Antonio[1] , San Dionisio[1] , San Isidro[1] , San Martin de Porres[1] , Santo Niño[1] , Sun Valley[1] , Tambo[1] და Vitalez[1] | |
კოორდინატები | 14°30′02″ ჩ. გ. 120°59′29″ ა. გ. / 14.500806° ჩ. გ. 120.991500° ა. გ. | |
მმართველი | Eric Olivarez | |
დაარსდა | 1572 | |
ფართობი | 46.57 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 689 992 (1 მაისი, 2020)[2] | |
სატელეფონო კოდი | 02 | |
საფოსტო ინდექსი | 1700–1720[3] | |
ოფიციალური საიტი | https://paranaquecity.gov.ph/ | |
| ||
პარანიაკე (ოფიციალურად ქალაქი პარანიაკე; ტაგ: Lungsod ng Parañaque) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 665 822 ადამიანია.
ჩრდილოეთიდან პასაი, ჩრდილო-დასავლეთიდან ტაგიგი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მუნტინლუპა, სამხრეთ-დასავლეთიდან ლას-პინიასი, ხოლო დასავლეთიდან მანილის ყურე ესაზღვრება. მანილის რეგიონული აგლომერაციის სხვა ნაწილების მსგავსად პარანიაკე ტროპიკული კლიმატის სარტყელშია მოქცეული და ორი სეზონი გამოკვეთილია: წვიმების (ივლისიდან სექტემბრამდე) და მშრალი (ოქტომბრიდან ივნისამდე). ქალაქის საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 1 822 მმ-ია, ხოლო საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურია — 34.4 °C (93.9 °F).[4]
პარანიაკე გასართობ ქალაქთა რიცხვში შედის. სათამაშო და გასართობი კომპლექსი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ფილიპინების გართობისა და სათამაშო კორპორაციის მიერ შენდება და ბეი-სითის 8 კმ² უკავია. აქ ოთხი დიდი ინტეგრირებული კურორტია განთავსებული: Solaire Resort & Casino, City of Dreams Manila, Okada Manila და მშენებლობის პროცესში მყოფი Westside City Resorts World. ქალაქში ფუნქციონირებს სამხრეთ-დასავლეთის ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა. პარანიაკეში მთავარი ბიზნეს რაიონია ასეანა-სითი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარანიაკეს სახელწოდებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, დღევანდელი მდინარე პარნიაკეს მახლობლად ხე იზრდებოდა, რომელიც შორიდან დიდებულ გემს ჰგავდა. ამიტომაც მას Palanyag-ს ეძადნენ, რაც ტერმინ პალაიაგიდან მომდინარეობდა და „ნავიგაციის წერტილს“ ნიშნავს.[5]
სხვა ვერსიის თანახმად, ესპანელი კოლონიზატორების ჩამოსვლამდე მანილის ყურის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივების მთავარ საქმიანობას თევზჭერა (პანგინგისდა) წარმოადგენდა. მეორე მხრივ, მეზობელ აღმოსავლეთში, დღევანდელი მუნტინლუპის მოსახლეობა ბრინჯის მოყვანით ირჩენდა თავს. მათ ტაგა-პალაიანს უდოწებდნენ. ერთ დღეს ფერმერები და მეთევზეები დღესასწაულზე ქოქოსის ღვინით ძლიერ დათვრნენ. ერთმა ფერმერმა განაცხადა, რომ ფერმერებსა და მეთევზეებს შორის თანამშრომლობისა და კეთილი ნების ნიშნად იქაური მიდამოებისთვის პალაიანი უნდა ეწოდებინათ. მეთევზეებმა განაცხადეს, რომ პალალაიაგი უნდა ეწოდებინათ. საბოლოოდ მხარეებმა ორი სიტყვის შერწყმა ამჯობინეს და პალალანიაგი მიიღეს. გარდა ამისა, ერთმა მთვრალმა სტუმარმა დაიყვირა: Mabuhay ang Palanyag at ang mga taga-Palanyag, რაც დანარჩენებსაც მოეწონათ და მას შემდეგ ადგილს „პალანიაგი“ ეწოდა.[5]
კიდევ ერთი ვერსიით, როდესაც ფილიპინები ესპანელებმა დაიპყრეს, ჯარისკაცები ხშირად ეტლით გადაადგილდებოდნენ. მეეტლებს ხშირად არ ესმოდათ მათი. ერთ-ერთი ჯარისკაცი იძახდა Para aqui, Para aqui (აქ გააჩერე, აქ გააჩერე), თუმცა მეეტლეს არ ესმოდა და ჯარისკაციც კვლავ უმეორებდა Para aqui, Para aqui. მეეტლემ თანაქალაქელებს უთხრა, — „ეს ესპანელები გამუდმებით გაიძახიან para aniya ake... para aniya ake“, რაზეც თანაქალაქელებმა მხოლოდ გაიცინეს. ამის შემდეგ ტერმინი Para Aniya Ake ქალაქის სახელად შემორჩა.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარანიაკე თავდაპირველად რისალის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1975 წლის 7 ნოემბერს, 824 საპრეზიდენტო დეკრეტის თანახმად ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონს მიეკუთვნა.[6] 1998 წლის 15 თებერვალს, ქალაქის 418 წლისთავთან დაკავშირებით პარანიაკე მანილის რეგიონული აგლომერაციის მე-11 ქალაქად გამოცხადდა. ქალაქის პირველი მერი ხოი მარკესი გახდა.
სტრატეგიული მდებარეობის გამო პარანიაკე ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრია. ლა-ჰუერტის ბარანგაის მახლობლად მეთევზეთა პატარა სოფლები მდებარეობს, რომლებსაც „მეთევზეთა ნავსადგურებს“ უწოდებენ. აქ ზღვის პროდუქტების უამრავი რესტორანი და ბაზარი მდებარეობს.[7]
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო პარანიაკე, ისევე როგორც მანილის მთლიანი რეგიონული აგლომერაცია ორი თვის მანძილზე კარანტინში მოექცა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარანიაკე მანილის რეგიონული აგლომერაციის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.[8] იგი ორ რაიონად იყოფა, რომლებიც 8-8 ბარანგაის მოიცავს. I რაიონის ბარანგაიებია: ბაკლარანი, ტამბო, დონ-გალო, სანტო-ნინიო, ლა-ჰუერტა, სან-დიონისიო, ვიტალესი და სან-ისიდრო. II რაიონში შედის: BF, სან-ანტიონიო, მარსელო-გრინი, სან-ვალეი, დონ-ბოსკო, მუნვოლქი, მერვილი და სან-მარტინ-დე-პორესი.[8]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარანიაკეში მოსახლეობის მშობლიური ენა ტაგალური ენაა, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ინგლისური ენაც ესმის და საუბრობს.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარანაიკეს მცხოვრებთა უმრავლესობა ქრისტიანია, უმეტესწილად რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები. პარანიაკეში მდებარე კათოლიკური ეკლესიები პარანიაკეს ეპარქიის შემადგენლობაშია. პარანიაკეში სულ 90 სამრევლო და 2 ქვესამრევლოა. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ქრისტეს ეკლესიისა და Ang Dating Daan-ის მიმდევარია. პარანიაკეში მდებარეობს არაკათოლიკური (უმეტესწილად პროტესტანტული) ეკლესიებიც. უმცირესობას შეადგენენ მუსლიმები, რომლებიც უმეტესწილად ბაკლარანში ცხოვრობენ. პარანიაკეში 2 მეჩეთი მდებარეობს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/1381000000
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ https://www.phlpost.gov.ph/zip-code-search.php
- ↑ Physical Profile. About the City გვ. 15. Parañaque City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-30. ციტირების თარიღი: 7 March 2013.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Palanyag to Parañaque: A History. City of Parañaque (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-26. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
- ↑ Presidential Decree No. 824 November 7, 1975. Creating the Metropolitan Manila and the Metropolitan Manila Commission and for Other Purposes. Arellano Law Foundation (November 7, 1975). ციტირების თარიღი: July 10, 2020.
- ↑ „Duty Free adds more Pinoy products in stores“. The Philippine Star.
- ↑ 8.0 8.1 Parañaque City Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-18. ციტირების თარიღი: 2016-10-28
|