ლაოაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ლაოაგი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 18°11′52″ ჩ. გ. 120°35′37″ ა. გ. / 18.19778° ჩ. გ. 120.59361° ა. გ. / 18.19778; 120.59361
ფართობი 116.08 კმ²
მოსახლეობა 111 651 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 77
საფოსტო ინდექსი 2900
ოფიციალური საიტი http://www.laoagcity.gov.ph
ლაოაგი — ფილიპინები
ლაოაგი

ლაოაგი (ოფიციალურად ქალაქი ლაოაგი; ილოკ: Siudad ti Laoag) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. ლაოაგი პროვინციის პოლიტიკური, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია. ლაოაგში მდებარეობს ილოკოსის რეგიონის ყველაზე დატვირთული აეროპორტი.

ქალაქი გარშემორტყმულია სან-ნიკოლასის, პაოაის, სარატის, ვინტარისა და ბაკარის მუნიციპალიტეტებით. ლაოაგის აღმოსავლეთით ცენტრალური კორდილიერის მთისწინეთი მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთით — დასავლეთ ფილიპინების ზღვა.

ლაოაგში ჩრდილოეთ ლუსონის მუსონური კლიმატია გაბატონებული. მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოაგი 1900-1913 წლებში

ლაოაგი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და დასავლეთ ფილიპინების ზღვას ესაზღვრება. აღმოსავლეთით სარატის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სან-ნიკოლასის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით — პაოაის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ვინტარის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით — ბაკარის მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთით — სამხრეთ ჩინეთის ზღვა მდებარეობს. ლაოაგი ილოკოსის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია.[2]

ქალაქი პოლიტიკურად 80 ბარანგაიდ იყოფა.[3]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოაგი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ტემპერატურა მცირედ იცვლება დეკემბრიდან-თებერვლამდე პერიოდში. კლიმატს ორი მკვეთრად გამოხატული სეზონი ახასიათებს: მშრალი და წვიმების სეზონი. მშრალი სეზონი ჩვეულებრივ ნოემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წლის დანარჩენ პერიოდს მოიცავს. ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონებისგან კორდილიერისა და სიერა-მადრეს მთებითაა დაცული, თუმცა ზოგჯერ სამხრეთ-დასავლეთის მუსონები და ციკლონური შტორმები ატყდება თავს.

წვიმების სეზონის დროს ნალექიანობის საშუალო თვიური მაჩვენებელი 100 მმ-ზე მეტია. წვიმების სეზონი პიკი ივნისში, ივლისსა და აგვისტოშია. მაისში ტემპერატურა 36.2 °C-ს (97.2 °F) აღწევს, ხოლო იანვარში 11.4 °C-მდე (52.5 °F) ეცემა. ქალაქის საშუალო ტემპერატურა 27.25 °C-ია (81.05 °F), ხოლო ტენიანობის მაჩვენებელი 75.5%-ია. ყოველწლიურად ქალაქს საშუალოდ 4-5 ტროპიკული ციკლონი ატყდება თავს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მერია

2015 წლის აღწერით ლაოაგის მოსახლეობა 111 125 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი კვადრატულ კმ-ზე 960 ადამიანს უდრის.

შინამეურნეობების რაოდენობა 19 751-ს უდრის და საშუალოდ 5 წევრისგან შედგება. ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობაა 1:1-თან. შობადობის მაჩვენებელი 26.44%-ია, ხოლო გარდაცვალების — 4.28%.

2000 წლისთვის ქალაქის უდიდესი ბარანგაი სან-ლორენცო იყო, რომლის მოსახლეობაც 2 883 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე ბუტონგის ბარანგაი (2 277 ადამიანი), ხოლო მესამეზე — ბარანგაი 2, სანტა-ხოაკინა (2 048 ადამიანი). ყველაზე მცირე მოსახლეობა 39-ე სასოფლო-სამეურნეო ბარანგაის, სანტა-როხასა და 52-A ბარანგაის, სან-მატეოს ჰყავდა, შესაბამისად 592 და 594 ადამიანი.

ლაოაგის მოსახლეობის დიდი ნაწილი ილოკანოს ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მოსახლეობის უმრავლესობა აგლიპაიანური ეკლესიის მიმდევარია, ნაწილი კი ქრისტეს ეკლესიის და სხვა პროტესტანტული კონფესიების.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოაგი ჩრდილო-დასავლეთ ლუსონში სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ქალაქი აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური ვეფხვებიდან, ჰონგ-კონგიდან, კონტინენტური ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ტაივანიდან 2 საათის საფრენ მანძილზე მდებარეობს (თუკი ლაოაგის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება).[2] დღეისთვის ქალაქში ძირითადად მცირე ინდუსტრიები ჭარბობს: საკვების მწარმოებელი ქარხნები, ბრინჯის მოყვანა, საიუველირო ნივთების წარმოება, სამშენებლო აგურების ქარხნები და სხვ. ქალაქი მოწინავეა მწვანე ტექნოლოგიების სფეროშიც. დანიელმა ინვესტორებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქარის ელექტროსადგური სწორედ ლაოაგში ააგეს. 25 მეგავატის ელექტროსადგურის ღირებულება 47.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.[4]

ადგილობრივი მმართვლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციული კაპიტოლიუმი

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. 2019 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე მერის მოვალეობას მაიკლ მარკოს კეონი ასრულებს.[5] საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი თავმჯდომარეობს და დროებითი ვაკანსიის შემთხვევაში მერის უფლებამოსილებასაც ასრულებს.

სიმბოლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოაგს საკუთარი გერბი აქვს, რომელზეც შენობა, ბაღი, ხიდი, აეროპორტი, კოშკი, ძეგლი და ხვნის პროცესში ფერმერია გამოსახული. ქალაქის გერბზე გამოსახული შენობა და ბაღი ერმიტის ბაღსა და ერმიტის ბორცვის წვერზე მდებარე შენობას ასახავს. ხიდი ყოფილი ჯილბერტის ხიდის, ამჟამად მარკოსის ხიდის აღმნიშვნელია; აეროპორტი გაბუს აეროპორტის სიმბოლოა; კოშკი ადრეული ესპანური მმართველობის პერიოდში აშენებულ ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს კოშკს ასახავს; თამბაქოს მონოპოლიის ძეგლი ერთადერთია ფილიპინების მასშტაბით; ფერმერი, რომელიც მიწას ხნავს ილოკოსის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სიმბოლოა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 Geographical Location. City Government of Laoag. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2020.
  3. 2010 Census of Population and Housing: Total Population by Province, City, Municipality and Barangay:as of May 1, 2010 (PDF). Philippine Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 18 October 2014.
  4. Bangui windmills.[მკვდარი ბმული]
  5. Official City/Municipal 2013 Election Results. Commission on Elections (COMELEC) (11 September 2013). ციტირების თარიღი: 26 September 2013.