ზაქათალა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ზაქათალა Zaqatala | |||
ზაქათალის ქართული ეკლესია | |||
| |||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | ||
კოორდინატები | 41°38′01″ ჩ. გ. 46°38′36″ ა. გ. / 41.63361° ჩ. გ. 46.64333° ა. გ. | ||
დაარსდა | 1830 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 | ||
ცენტრის სიმაღლე | 518±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 18 400 კაცი (2008) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები, ხუნძები, ინგილოები, ცახურები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
ზაქათალა (აზერ. Zaqatala) – ქალაქი და ზაქათალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი ფარზივანი. ქალაქში არის ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკი, ძველი ციხის ნანგრევები, ქართული ეკლესია, რომელიც არ ფუნქციონირებს. ქალაქში ასევე ახალი მეჩეთია აშენებული.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობა აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთში, მდებარეობს ევლახი-შაქი-თბილისის გზატკეცილზე, მდინარე თალაჩაის ნაპირებზე.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა „ზაქათალას“ წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, „ზაქათალა“ არის სიტყვა „საქათალას“ შეცვლილი ფორმა (საკის ვაკის სახელიდან ამოღებული). VII საუკუნეში საკთა ტომები გადავიდნენ წინა აზიაში და გადაწყვიტეს დასახლდნენ ალბანეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან კავკასიონის მთების მთისწინამდე. ზაქათალას რაიონი უძველესი კავკასიური ალბანეთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც დასავლეთით მდებარეობდა[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად თანამედროვე ზაქათალის ტერიტორია იყო კავკასიის ალბანეთის პროვინცია. ამის შემდეგ, რეგიონი იყო ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ. შუა საუკუნეების ეპოქაში ცნობილი გახდა, როგორც „საინგილო“ და მას ძირითადად აკონტროლებდა საქართველოსა და შირვანის სამეფოები.
შუა საუკუნეებში შვიდი ქართული სკოლა მოქმედებდა რეგიონში. ამ სკოლებში ძირითადად ასწავლიდნენ თეოლოგიას, ფილოსოფიას, ორთოგრაფიას, ეკლესიის ისტორიასა და საქართველოს ისტორიას. ამ სკოლებმა ითამაშეს კულტურული და საგანმანათლებლო როლი, როგორც თვითონ რეგიონში, ასევე სამხრეთ კავკასიის ისტორიაში.
1830 წელს მხარე რუსეთს შეუერთდა, იმ დროიდან გაშენდა ქალაქი ზაქათალაც. თავდაპირველად აქ იყო მხოლოდ ციხე, სადაც რუსის ჯარი იდგა, შემდგომში გაჩნდა მოსახლეობაც. 1832-1840 წლებში შედიოდა ტფილისის გუბერნიაში. 1841-1844 წლებში შედიოდა საქართველო-იმერეთის გუბერნაიში. 1851 წლიდან მიენიჭა ქალაქის სტატუსი. 1844-1860 წლებში იყო ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის ცენტრი. 1860-1917 წლებში ისევ ტფილისის გუბერნიაში იყო ზაქათალის ოკრუგის ცენტრი. იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი 1917 წელს, ხოლო 1918-1921 წლებში შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, იყო ავტონომიური ერთეულის ცენტრი. 1922 წლის მარტში 4 რაიონი და მათ შორის ზაქათალა აზერბაიჯანის სსრ-ს შეურთდა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული შემადგენლობა | ||||||||||||
ეთნიკური ჯგუფები | 1876[2] | % | 1926[3] | % | 1939[4] | % | 1959[5] | % | 1970[6] | % | 1979[7] | % |
ყველა | 1 143 | 100 | 3 304 | 100 | 8 594 | 100 | 10 250 | 100 | 13 377 | 100 | 15 195 | 100 |
აზერბაიჯანელები | 23 | 2 | 1 284 | 38.9 | 2 577 | 30 | 5 362 | 52.3 | 7 877 | 58.9 | 9 678 | 64 |
ლეკები | 455 | 39.8 | 117 | 3.5 | 222 | 2.9 | 824 | 8 | 478 | 3.6 | 351 | 2.3 |
ავარები | ** | ** | 10 | 0.3 | 480 | 5.6 | 299 | 2.9 | 1 133 | 8.5 | 1 446 | 9.5 |
რუსები | 240 | 20.9 | 290 | 8.8 | 2 986 | 34.7 | 1 876 | 18.3 | 1 261 | 9.4 | 951 | 6.3 |
ცახურები | ** | ** | 213 | 6.4 | 232 | 2.7 | 71 | 0.7 | 831 | 6.2 | 1 330 | 8.8 |
სომხები | 400 | 34.9 | 1 181 | 35.7 | 1 414 | 16.5 | 1 215 | 11.9 | 982 | 7.3 | 836 | 5.5 |
ქართველები | 5 | 0.4 | 96 | 2.9 | 144 | 1.7 | 137 | 1.3 | 307 | 2.3 | 91 | 0.6 |
უკრაინელები | ** | ** | 41 | 1.2 | 169 | 2 | ** | ** | ** | ** | ** | |
ლაკები | ** | ** | ** | ** | ** | ** | ** | |||||
გერმანელები | ** | ** | ** | 47 | 0.5 | ** | ** | . | ** | |||
ებრაელები | ** | ** | ** | 16 | ** | 20 | ** | 13 | ** | 5 | ** | |
თათრები | ** | ** | ** | ** | ** | 50 | 0.4 | 43 | 0.3 | |||
უდიები | ** | ** | ** | ** | ** | 2 | ** | 3 | ** | |||
ქურთები | ** | ** | ** | ** | ** | 1 | ** | 5 | ** | |||
სხვა | 20 | 258 | 2 | 307 | 3.6 | 446 | 4.3 | 442 | 3.3 | 456 | 3 |
რელიგიური შემადგენლობა | ||||||||||||
რელიგიური ჯგუფები | 1926 | % | 1939 | % | 1959 | % | 1970 | % | 1979 | % | 2009 | % |
ქრისტიანები | 1608 | 48.7 | 4760 | 55.4 | 3328 | 31.5 | 2552 | 19 | 1881 | 12.4 | 252 | 1.3 |
მუსულმანები | 1624 | 49 | 3389 | 38.3 | 6556 | 49 | 10370 | 77.5 | 12853 | 84.6 | 19603 | 98.7 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობს საკონსერვო, რძის ნაწარმის, აგურის და ასფალტის ქარხნები. ზაქათალა არის ტურიზმის მსხვილი ცენტრი აზერბაიჯანში. აქ არის მრავალი სასტუმრო, დასვენების სახლები.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზაქათალას კლიმატი | |||||||||||||
მაჩვენებელი | იან. | თებ. | მარტი | აპრ. | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვ. | სექ. | ოქტ. | ნოემ. | დეკ. | წელიწადში |
აბსოლუტური მაქსიმუმი, °C | 20,0 | 23,9 | 27,8 | 31,1 | 36,1 | 36,1 | 38,9 | 38,9 | 37,2 | 32,8 | 25,0 | 22,8 | 38,9 |
საშუალო მაქსიმუმი, °C | 5,3 | 6,3 | 11,2 | 18,8 | 22,2 | 26,8 | 30,5 | 29,3 | 25,7 | 18,8 | 12,5 | 7,9 | 17,9 |
საშუალო ტემპერატურა, °C | 1,1 | 2,3 | 5,8 | 12,7 | 17,0 | 20,9 | 24,6 | 23,7 | 19,8 | 13,5 | 7,9 | 3,2 | 12,7 |
საშუალო მინიმუმი, °C | −1,9 | −1,1 | 2,7 | 8,0 | 12,0 | 16,1 | 19,4 | 18,6 | 15,0 | 9,4 | 4,6 | 0,4 | 8,6 |
აბსოლუტური მინიმუმი, °C | −22,8 | −13,9 | −12,2 | −3,9 | 1,1 | 6,1 | 8,9 | 7,8 | 2,2 | −5 | −7,8 | −18,9 | −22,8 |
ნალექების დღეების საშუალო რაოდენობა | 7 | 8 | 11 | 12 | 13 | 10 | 7 | 7 | 7 | 9 | 8 | 7 | 106 |
ნალექების ნორმა, მმ | 35 | 52 | 67 | 78 | 115 | 129 | 64 | 75 | 65 | 106 | 72 | 33 | 891 |
წყარო: NOAA[8], Sistema de Clasificación Bioclimática Mundial[9] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 488.
- პაპუაშვილი თ., „ჭარ-ბელაქანი“, თბილისი, 1972
- პაპუაშვილი თ., „ჰერეთის ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1970
- ბერძენიშვილი ნ. აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან // საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. 3 თბილისი, 1966
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ АДМИНИСТРАТИВНО-ТЕРРИТОРИАЛЬНОЕ ДЕЛЕНИЕ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2019-03-29.
- ↑ Кавказский календарь на 1886 год. стр. 142
- ↑ ЗАКАТАЛЬСКИЙ УЕЗД (1926 г.)
- ↑ ЗАКАТАЛЬСКИЙ РАЙОН (1939 г.)
- ↑ ЗАКАТАЛЬСКИЙ РАЙОН (1959 г.)
- ↑ ЗАКАТАЛЬСКИЙ РАЙОН (1970 г.)
- ↑ ЗАКАТАЛЬСКИЙ РАЙОН (1979 г.)
- ↑ [VI/AJ/37575.TXT|Country: AZERBAIJAN]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2019-03-29.
|