შარური
| ქალაქი | |
|---|---|
|
შარური აზერ. Şərur | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| რაიონი | შარური |
| კოორდინატები | 39°33′02″ ჩ. გ. 44°59′30″ ა. გ. / 39.55056° ჩ. გ. 44.99167° ა. გ. |
| ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
| მოსახლეობა |
6 964 (2008), 3 285 (1979)[1] , 2 282 (1970)[2] , 1 377 (1959)[3] , 6 016 (1989)[4] |
| სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
შარური (აზერ. Şərur) — ქალაქი აზერბაიჯანში, შარურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დრეზდენში შენახულ XVI საუკუნის ოღუზთა გმირული ეპოსის წიგნის, „დედე კორკუტის“ ხელნაწერში ნახსენებია ადგილი „შერიუგუზი“, რომელიც რუსი აღმოსავლეთმცოდნისა და ისტორიკოსის, ვასილ ბარტოლდის აზრით, შარურის დამახინჯებული ფორმაა.[5] რუსეთის იმპერიაში ქალაქი იყო ერევნის გუბერნიის შარურ-დარალაიაზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ცნობილი იყო, როგორც „ბაშ-ნორაშენი“.
1948 წელს ბაშ-ნორაშენმა მიიღო ურბანული ტიპის დასახლების სტატუსი, 1964 წლის 26 მაისს კი, ვლადიმერ ლენინის პატივსაცემად დაარქვეს ილიჩევსკი.[6][7] 1981 წელს ილიჩევსკმა მიიღო ქალაქის სტატუსი, ხოლო 1991 წელს ქალაქს დაარქვეს შარური, ტერიტორიის ისტორიული სახელწოდების მიხედვით.[8]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერიის 1897 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელ ბაშ-ნორაშენში ცხოვრობდა 867 კაცი[9]:
- აზერბაიჯანელები — 597 ადამიანი (68,86 %),
- სომხები — 132 ადამიანი (15,22 %),
- ქურთები (და ეზიდები) — 90 ადამიანი (10,38 %),
- სლავები (ძირითადად რუსები, უკრაინელები და ბელარუსები) — 31 ადამიანი (3,58 %),
- სხვები (პოლონელები, ბერძნები, ქართველები, თათები და ა.შ.) — 17 ადამიანი (1,96 %).
1912 წლის „კავკასიური კალენდრის“ მიხედვით, სოფელში 1911 წლის დასაწყისისთვის ცხოვრობდა 734 ადამიანი, ძირითადად, აზერბაიჯანელები, სომხები და ქურთები.[10]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შარურში მდებარეობს საკონსერვო ქარხანა და რკინიგზის სადგური.[11][12] ქალაქს აკრავს ვრცელი სასოფლო-სამეურნეო მიწები.
კულტურა და სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქს აქვს ორი პარკი, სტადიონი, მუზეუმი, მეჩეთი, ყარაბაღის კონფლიქტში დაღუპულთა ძეგლი-მემორიალი და კინოთეატრი. 2009 წელს შარურში ოლიმპიური კომპლექსი გაიხსნა. იმავე წელს მან ახალგაზრდული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს, „ნახჩევანის თასს“ უმასპინძლა.[13]
გამოჩენილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არტურ ვოლოშინი — რუსეთის გმირი.
- ადილ ალიევი — აზერბაიჯანის კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი და აზერბაიჯანის ეროვნული კრების წევრი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.ethno-kavkaz.narod.ru/sharur79.html
- ↑ http://www.ethno-kavkaz.narod.ru/sharur70.html
- ↑ http://www.ethno-kavkaz.narod.ru/sharur59.html
- ↑ http://www.demoscope.ru/weekly/ssp/sng89_reg2.php
- ↑ Bartold, Vasily (1962) Книга моего деда Коркута. Moscow: Academy of Sciences of the USSR. ISBN 978-5-02-026519-6.
- ↑ Поспелов, Евгений Михайлович (1998). Географические названия мира: Топонимический словарь: Свыше 5 000 единиц (ru). Moscow: «Русские словари», გვ. 160. ISBN 5-89216-029-7.
- ↑ Шарур (Ильичёвск), დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- ↑ Шарур что такое sharur значение слова, Словарь географических названий.
- ↑ Первая всеобщая перепись населения Российской Империи, 1897 г. т. 71 Эриванская губерния. Н. А. Тройницкий, С.-Петербург, 1904. Стр. 1-3, 52-71.
- ↑ Кавказский календарь. Тифлис 1912. с. 132.
- ↑ Шарур на сайте azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-18. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Зерно Он-Лайн
- ↑ Азербайджанские борцы завоевали семь золотых медалей на «Кубке Нахчывана»
| ||||||||||