ქურდამირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
ქურდამირი
Kürdəmir sunset.JPG
გერბი
Kurdamirgerb.png

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°20′18″ ჩ. გ. 48°09′39″ ა. გ. / 40.33833° ჩ. გ. 48.16083° ა. გ. / 40.33833; 48.16083
ცენტრის სიმაღლე 8 მეტრი
მოსახლეობა 15,385 (1989)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ქურდამირი — აზერბაიჯანი
ქურდამირი

ქურდამირი (აზერ. Kürdəmir) — ქალაქი აზერბაიჯანში. წარმოადგენს ქურდამირის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქს ესაზღვრება აღსუს, გოქჩაის, უჯარის, იმიშლის, საბირაბადის, ჰაჯიყაბულისა და ზარდაბის რაიონები. აქ კლიმატი თბილი და ნახევრადმშრალია. რელიეფი ძირითადად დაბლობიანია, რომელიც ზღვის დონიდან დაბლაა. აქ გავრცელებულია ძირითადად რუხი-ყავისფერი და ნაცრისფერი ნიადაგის ტიპები. გარეული ღორი, მგელი, მელა, ხოხობი, გერეული იხვები, ბატები და ა.შ. დამახასიათებელია რეგიონის ფაუნისათვის. ადამიანთა არასათანადო სამუშაოები რეგიონში იწვევს ნიადაგის ეროზიას.[2][3]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონისთვის ძირითადად დამახასიათებელია მშრალი სუბტროპიკული კლიმატი. კლიმატის ამ სახეობას ახასიათებს ზოგჯერ უკიდურესად ცხელი ტემპერატურა ზაფხულში, ხოლო ზამთრისთვის დამახასიათებელია თბილი ან გრილი ტემპერატურა. ნალექის რაოდენობა 430 მმ-იდან 185 მმ-მდე მერყეობს, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ზაფხულში 50-60%-ია, ზამთრის თვეებში კი 75-80%. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,6 ° C-ია, ხოლო ივლისის 28 ° C. საშუალო წლიური ტემპერატურა 15,8 ° C-ს შეადგენს რეგიონში. ქურდამირში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო 44 ° C (დაფიქსირდა 2000 წელს).[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქურდამირის ოლქი დაარსდა 1930 წელს, როგორც არანის რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. 1963 წელს კოლხოზ-სოვოხოზის წარმოების დეპარტამენტის პარტიული კომიტეტების შექმნის გამო, აღსუსა და ქურდამირის რაიონები გაერთიანდა და იმავე წლის იანვარში შეიქმნა ქურდამირის პარტიული კომიტეტი. 1964 წელს, აზერბაიჯანის სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თანახმად, ახალი სისტემა გაუქმდა, აღდგა ძველი სტრუქტურა, განცალკევდა ქურდამირისა და აღსუს ოლქები და თითოეულმა რეგიონმა დაიწყო დამოუკიდებელად ფუნქციონირება. ინდუსტრიის წილი ქურდამირის ეკონომიკაში გაიზარდა 1883 წელს ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის გაყვანის შემდეგ. ვინაიდან სარკინიგზო ხაზი გადიოდა ქურდამირის ტერიტორიაზე, ამან ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ტრანსპორტირებას, რამაც დადებითად იმოქმედა რაიონის განვითარებაზე. შედეგად, 1884 წელს ქურდამირის სოფლის მეურნეობის პროდუქტები უკვე იყიდებოდა რუსეთის ბაზრებზე. ყოველივე ზემოთქმულმა ფაქტორმა განაპირობა ქურდამირის ახალი ადმინისტრაციული ცენტრის შექმნა. XX საუკუნის დასაწყისში ქურდამირი უკვე იყო გოქჩაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და მოიცავდა 67 სოფელს. 1920 წელს საბჭოთა ძალაუფლება დამყარდა რეგიონში, ისევე როგორც მთელ აზერბაიჯანში. ქურდემირმა უდიდესი როლი შეასრულა, საბჭოთა პერიოდში როგორც ეკონომიკურმა და კულტურულმა ცენტრმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 1989 წლის სრულიად საკავშირო აღწერა
  2. Agriculture in Azerbaijan and its Development Prospects.
  3. 3.0 3.1 Aran (Lowland) region.