შამქორი
იერსახე
| ქალაქი | |
|---|---|
|
შამქორი აზერ. Şəmkir | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 40°49′47″ ჩ. გ. 46°01′08″ ა. გ. / 40.82972° ჩ. გ. 46.01889° ა. გ. |
| პირველი ხსენება | V საუკუნე |
| ცენტრის სიმაღლე | 450±1 მ |
| ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
| მოსახლეობა | 67,7 კაცი (2012) |
| სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
| სატელეფონო კოდი | +994 2230 |
| საფოსტო ინდექსი | AZ 5700 |
| ოფიციალური საიტი | http://shamkir-ih.gov.az |
შამქორი (აზერ. Şəmkir) — ქალაქი აზერბაიჯანში, შამქორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. განლაგებულია მცირე კავკასიონის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ჯაგირჩაის ნაპირებზე, თბილისი—ევლახის საავტომობილო გზაზე, სარკინიგზო სადგურ დალარიდან 4 კმ-ში. შამქორი VII საუკუნის შუა წლებში ხელთ იგდეს არაბებმა. მოგვიანებით განეკუთვნებოდა შედადიანთა დინასტიის განჯის ამირებს. 1235 წელს გაანადგურეს მონღოლებმა. XVI-XVII საუკუნეებში ხელთ ეპყრათ ყიზილბაშ მმართველებს. 1803 წელს შეუერთდა რუსეთს. შამქორის სიახლოვეს ოდესღაც არსებობდა შამქორის კოშკი ან მინარეთი.[1] შამქორის ძველი სახელწოდებაა შამქური და შამჯირი.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Археология Шамкира // Шамкирская башня (минарет). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-23. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 681.