გუსარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
გუსარი
აზერ. Qusar
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 41°25′19″ ჩ. გ. 48°25′17″ ა. გ. / 41.42194° ჩ. გ. 48.42139° ა. გ. / 41.42194; 48.42139
მმართველი Q12849449?
ცენტრის სიმაღლე 667±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 16 500 (2009)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ 3800
ოფიციალური საიტი http://qusar-ih.gov.az
გუსარი — აზერბაიჯანი
გუსარი

გუსარი (აზერ. Qusar, ლეზ. Кцlар) — ქალაქი აზერბაიჯანში და გუსარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, ხუდათის სარკინიგზო სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით 35 კილომეტრში, დედაქალაქ ბაქოდან 180 კილომეტრში.

მოსახლეობა და რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუსარი თავისი ისტორიის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი იყო რუსებისთვის, ებრაელებისთვის, ლეზგებისთვისა და აზერბაიჯანელებისათვის. როდესაც ირანის სამხედრო ლიდერმა ნადირ შაჰ ავშარმა 1731 წელს გუსარი დაიპყრო აქ დარჩენილი ებრაელები ისლამზე გადაიყვანა[2]. ებრაელთა ძირითადმა ნაწილმა კი XVIII საუკუნის ბოლოს გუსარი დატოვა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში ისინი ყუბაში დასახლდნენ .[2]

კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის მიერ შედგენილი დასახლებების ჩამონათვალის მიხედვით (1859-დან 1864 წლამდე არსებული ინფორმაციის თანახმად), გუსარში იყო მართლმადიდებლური და რომაულ-კათოლიკური ეკლესია. ამავე ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური სოფელი გუსარი მდებარეობდა ამ ტერიოტორიიდან შორს, სადაც ცხოვრობდნენ თათრები და ლეზგები, რომლებიც სუნიტი მუსულმანები იყვნენ.[3]

1897 წლის აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ გუსარის მოსახლეობა 1595 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგანაც 936 მართლმადიდებელი იყო, 361 მუსლიმი და 211 ებრაელი [4] . 1910, 1912, 1915 და 1916 წლების „კავკასიური კალენდრის“ თანახმად, მისი მოსახლეობა ძირითადად რუსებისგან შედგება. 1910 წლის ასევე „კავკასიური კალენდრის“ თანახმად, გუსარში 1908 წელს 1044 ადამიანი ცხოვრობდა, 1912 წელს 1047 ადამიანი, ხოლო 1915 და 1916 წლებში კი 1203 ადამიანი.[5] [6] [7] [8]

1921 წელს აზერბაიჯანის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის 32,1%-ს შეადგენდნენ რუსები , 28,3%-ს ლეზგები, 27,6%-ს აზერბაიჯანელები, 4,1%-ს ებრაელები, 3,6%-ს სპარსელები, ხოლო 2,0%-ს მმთიელი ებრაელები.[9]

1936 წელს, მოსახლეობა 3.4 ათას ადამიანს შეადგენდა [10] , ხოლო 1959 წლის აღწერის მონაცემებით კი 7 366 ადამიანს [11] .

ქალაქის 1979 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქ გუსარის მოსახლეობა იყო 12 225 ადამიანი იყო [12] , ხოლო 1989 წელს მიაღწია 14 230 ადამიანს [13] . 1970-80-იან წლებში, აქ მცხოვრებ ებრაელთა უმეტესი ნაწილი ისრაელში გაემგზავრა.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მაღალი ტემპერატურა რაც დაფიქსირებულია შეადგენდა +39 ° C-ს ( დაფიქსირდა 2014 წელს), ხოლო მინიმალური ტემპერატურა კი −31° C -ს შეადგენდა (დაფიქსირდა 1943 წელს). საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 498 მმ-ს ტოლია. როგორც წესი, რეგიონში პირველი თოვლი მოდის ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე პერიოდში. საშუალო თვიური ტემპერატურა ძალიან ახლოს არის ისეთი ქალაქებთან, როგორებიცაა: ვენა, ლიუბლიანა და ბუდაპეშტი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს საკონსერვო, რძის და ასფალტის ქარხნები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.azstat.org/region/az/007_4.xls
  2. 2.0 2.1 2.2 Российская еврейская энциклопедия. — Российская академия естественных наук. — Т. 5. — С. 248.
  3. Списки населённых мест Российской империи. По Кавказскому краю. Т. LXV. Бакинская губерния. — Тифлис, 1870. — С. 60.
  4. Населённые места Российской империи в 500 и более жителей с указанием всего наличного в них населения и числа жителей преобладающих вероисповеданий, по данным первой всеобщей переписи населения 1897 г. — СПб., 1905. — С. 24.
  5. Кавказский календарь на 1910 год. Ч. 1. — Тифлис. — С. 302.
  6. Кавказский календарь на 1912 год. Отдел статистический. — Тифлис. — С. 175.
  7. Кавказский календарь на 1915 год. Отдел статистический. — Тифлис. — С. 148.
  8. Кавказский календарь на 1916 год. Отдел статистический. — Тифлис. — С. 24.
  9. Закавказье. Советские республики: Азербайджан, Армения, Грузия, Абхазия, Аджаристан, Юго-Осетия, Наг.Карабах, Нахичевань. Статистико-экономический сборник. — Изд. Высшего Экономического Совета ЗСФСР, 1925. — С. 152—153.
  10. Большая Советская Энциклопедия. — 1-е изд. — М., 1937. — Т. 35. — С. 567.
  11. Всесоюзная перепись населения 1959 г. Численность городского населения союзных республик (кроме РСФСР), их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу. // Демоскоп Weekly.
  12. Всесоюзная перепись населения 1979 г. Численность городского населения союзных республик (кроме РСФСР), их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу. Демоскоп Weekly.
  13. Всесоюзная перепись населения 1989 г. Численность городского населения союзных республик, их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу. / Институт демографии Государственного университета — Высшей школы экономики // Демоскоп Weekly. Дата обращения 22 сентября 2010. Архивировано 4 февраля 2012 года.