იმიშლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იმიშლი
აზერ. İmişli
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი იმიშლი
კოორდინატები 39°52′11″ ჩ. გ. 48°03′36″ ა. გ. / 39.86972° ჩ. გ. 48.06000° ა. გ. / 39.86972; 48.06000
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 1826 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0±1 მეტრი
მოსახლეობა 31 310 (2014)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ3000
ოფიციალური საიტი http://www.imishli.com/
იმიშლი — აზერბაიჯანი
იმიშლი

იმიშლი (აზერ. İmişli) — ქალაქი აზერბაიჯანში, იმიშლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მილის ველზე, მდინარე არაქსის მარცხენა სანაპიროზე, ბაქოდან 250 კმ-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი იმიშლი ბაქო-ერევნის სარკინიგზო ხაზზე მდებარეობდა. 1938 წელს სოფელ ყარადონლუდან აქ გადმოიტანეს რაიონის ცენტრი. 1944 წელს იმიშლიმ ქალაქური ტიპის დასახლების სტატუსი მიიღო. 1959 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 9 479 კაცი ცხოვრობდა.[1] მომდევნო წელს მან ქალაქის სტატუსი მიიღო.[2] 1979 წლის აღწერით,[3] ქალაქში ცხოვრობდა 21 340 ადამიანი, ხოლო 1989 წლის აღწერით - 25 715 ადამიანი[4], 2002 წელს - 31 ათასი, ხოლო 2006 წელს - 31,7 ათასი.[5]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში ქალაქში აშენდა კვების საწარმოები და ქარხნები შემდეგი დანიშნულებებისთვის: ბამბის გამოფქვა, რკინაბეტონის, აგურის, ასფალტის, კარაქის და ყველის წარმოება. მდინარე არაქსზე აშენდა მუგანის ჰიდროელექტროსადგური. 2006 წელს Azersun Holding-ის ინვესტიციების წყალობით, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი შაქრის ქარხანა, იმიშლის შაქრის ქარხანა გაიხსნა. ქარხანაში 97 მილიონი დოლარი ინვესტირდა. იგი წელიწადში 300-350 ათას ტონა შაქარს გადაამუშავებს, აქედან 1000 ტონას დღეში. დამატებითი 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ქარხანა გადამუშავების სიმძლავრეს კიდევ 50%-ით გაზრდის. ქარხანაში 1400 ადამიანია დასაქმებული.

გამოჩენილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეროვნული არქიტექტურული სტილით აშენებული ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
  • ჰეიდარ ალიევის სახელობის ქალაქის სტადიონი 8500 ადგილით, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მასზე საშინაო თამაშებს საფეხბურთო კლუბი „MKT-Araz“ ატარებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Всесоюзная перепись населения 1959 г. Численность городского населения союзных республик (кроме РСФСР), их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу“. Демоскоп Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-13. ციტირების თარიღი: 2011-12-12.
  2. „Административно-территориальное деление“ (PDF). Управление делами Президента Азербайджанской Республики: Президентская Библиотека.
  3. „Всесоюзная перепись населения 1979 г. Численность городского населения союзных республик (кроме РСФСР), их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу“. Демоскоп Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2011-12-12.
  4. „Всесоюзная перепись населения 1989 г.“. Демоскоп Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2009-10-11.
  5. აზერბაიჯანის მოსახლეობა (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2007-10-10 აზერბაიჯანის მოსახლეობა (ინგლისური)