წახები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცახურები)
Jump to navigation Jump to search

წახებიდაღესტნის რესპუბლიკაში, რუთულის რაიონის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი. ცხოვრობენ აგრეთვე აზერბაიჯანის ზაქათალის, კახის, ბელაქნის რაიონებში. რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 20 000 კაცი (2002)[1], აზერბაიჯანში 15 900 (1999)[2]. ლაპარაკობენ წახურ ენაზე, რომელიც განეკუთვნება ნახურ-დაღესტნური ენების ლეზგიურ ქვეჯგუფს. დაღესტანში წახების ლიტერატურული ენაა რუსული, აზერბაიჯანში — აზერბაიჯანული. სუნიტი მუსლიმანები არიან. ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა (ძირითადად მეცხვარეობა), აგრეთვე მიწათმოქმედება. განვითარებულია მატყლის დამუშავება და ფეიქრობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]