ზაქათალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზაქათალა (ქალაქი))
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ზაქათალა
Zaqatala
Zaqatala-GeorgianChurch.jpg
ზაქათალის ქართული ეკლესია
გერბი
Coat of Arms of Zakataly (1843).gif

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 41°38′01″ ჩ. გ. 46°38′36″ ა. გ. / 41.63361° ჩ. გ. 46.64333° ა. გ. / 41.63361; 46.64333
ამჟამინდელი სტატუსი 1967
ცენტრის სიმაღლე 518±1 მეტრი
მოსახლეობა 18 400 კაცი (2008)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები,
ხუნძები,
ინგილოები,
ცახურები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ზაქათალა — აზერბაიჯანი
ზაქათალა

ზაქათალა (აზერ. Zaqatala) – ქალაქი და ზაქათალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთში. ქალაქში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი ფარზივანი. ქალაქი მდებარეობს ევლახი-შაქი-თბილისის გზატკეცილზე.

1918-1921 წლებში ზაქათალა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემავალი ზაქათალის ავტონომიური ოლქის ცენტრი იყო.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე ზაქათალაში

სიტყვა „ზაქათალას“ წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, „ზაქათალა“ არის სიტყვა „საქათალას“ შეცვლილი ფორმა (საკის ვაკის სახელიდან ამოღებული). VII საუკუნეში საკთა ტომები გადავიდნენ წინა აზიაში და გადაწყვიტეს დასახლდნენ ალბანეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან კავკასიონის მთების მთისწინამდე. ზაქათალას რაიონი უძველესი კავკასიური ალბანეთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც დასავლეთით მდებარეობდა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

South-facing over mountain slopes Car Zagatala State Nature Reserve WDPA ID 1984.jpg

თავდაპირველად თანამედროვე ზაქათალის ტერიტორია იყო კავკასიის ალბანეთის პროვინცია. ამის შემდეგ, რეგიონი იყო ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ. შუა საუკუნეების ეპოქაში ცნობილი გახდა, როგორც „საინგილო“ და მას ძირითადად აკონტროლებდა საქართველოსა და შირვანის სამეფოები.

შუა საუკუნეებში შვიდი ქართული სკოლა მოქმედებდა რეგიონში. ამ სკოლებში ძირითადად ასწავლიდნენ თეოლოგიას, ფილოსოფიას, ორთოგრაფიას, ეკლესიის ისტორიასა და საქართველოს ისტორიას. ამ სკოლებმა ითამაშეს კულტურული და საგანმანათლებლო როლი, როგორც თვითონ რეგიონში, ასევე სამხრეთ კავკასიის ისტორიაში.

West-facing ridge Zagatala State Nature Reserve WDPA ID 1984.jpg

1805 წელს ქალაქში მიმდინარეობდა ბრძოლები დაღესტნელ ლიდერ იმამ შამილსა და რუსებს შორის.

ქალაქი იყო ტიფლისის გუბერნიის ზაქათალის ოკრუგის ცენტრი 1860-1917 წლებში. იგი იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი 1917 წელს, ხოლო 1918-1921 წლებში შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილში. 1922 წლის მარტში ცკ-ის ამიერკავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით 4 რაიონი და მათ შორის ქალაქი აზერბაიჯანის ტერიტორიას შეურთდა.

დღესდღეობით ზაქათალა ერთ-ერთი მომხიბვლელი ქალაქია აზერბაიჯანში. ქალაქში არის ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკი, ძველი ციხის ნანგრევები, ქართული ეკლესია, რომელიც არ ფუნქციონირებს. ქალაქში ასევე ახალი მეჩეთია აშენებული.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული შემადგენლობა
ეთნიკური ჯგუფები 1876[2] % 1926[3] % 1939[4] % 1959[5] % 1970[6] % 1979[7] %
ყველა 1 143 100 3 304 100 8 594 100 10 250 100 13 377 100 15 195 100
აზერბაიჯანელები 23 2 1 284 38.9 2 577 30 5 362 52.3 7 877 58.9 9 678 64
ლეკები 455 39.8 117 3.5 222 2.9 824 8 478 3.6 351 2.3
ავარები ** ** 10 0.3 480 5.6 299 2.9 1 133 8.5 1 446 9.5
რუსები 240 20.9 290 8.8 2 986 34.7 1 876 18.3 1 261 9.4 951 6.3
ცახურები ** ** 213 6.4 232 2.7 71 0.7 831 6.2 1 330 8.8
სომხები 400 34.9 1 181 35.7 1 414 16.5 1 215 11.9 982 7.3 836 5.5
ქართველები 5 0.4 96 2.9 144 1.7 137 1.3 307 2.3 91 0.6
უკრაინელები ** ** 41 1.2 169 2 ** ** ** ** **
ლაკები ** ** ** ** ** ** **
გერმანელები ** ** ** 47 0.5 ** ** . **
ებრაელები ** ** ** 16 ** 20 ** 13 ** 5 **
თათრები ** ** ** ** ** 50 0.4 43 0.3
უდიები ** ** ** ** ** 2 ** 3 **
ქურთები ** ** ** ** ** 1 ** 5 **
სხვა 20 258 2 307 3.6 446 4.3 442 3.3 456 3
რელიგიური შემადგენლობა
რელიგიური ჯგუფები 1926 % 1939 % 1959 % 1970 % 1979 % 2009 %
ქრისტიანები 1608 48.7 4760 55.4 3328 31.5 2552 19 1881 12.4 252 1.3
მუსულმანები 1624 49 3389 38.3 6556 49 10370 77.5 12853 84.6 19603 98.7

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Zaqatala-PlaneTree.jpg

ქალაქში მდებარეობს საკონსერვო, რძის ნაწარმის, აგურის და ასფალტის ქარხნები. ზაქათალა არის ტურიზმის მსხვილი ცენტრი აზერბაიჯანში. აქ არის მრავალი სასტუმრო, დასვენების სახლები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქათალას კლიმატი
მაჩვენებელი იან. თებ. მარტი აპრ. მაისი ივნისი ივლისი აგვ. სექ. ოქტ. ნოემ. დეკ. წელიწადში
აბსოლუტური მაქსიმუმი, °C 20,0 23,9 27,8 31,1 36,1 36,1 38,9 38,9 37,2 32,8 25,0 22,8 38,9
საშუალო მაქსიმუმი, °C 5,3 6,3 11,2 18,8 22,2 26,8 30,5 29,3 25,7 18,8 12,5 7,9 17,9
საშუალო ტემპერატურა, °C 1,1 2,3 5,8 12,7 17,0 20,9 24,6 23,7 19,8 13,5 7,9 3,2 12,7
საშუალო მინიმუმი, °C −1,9 −1,1 2,7 8,0 12,0 16,1 19,4 18,6 15,0 9,4 4,6 0,4 8,6
აბსოლიტური მინიმუმი, °C −22,8 −13,9 −12,2 −3,9 1,1 6,1 8,9 7,8 2,2 −5 −7,8 −18,9 −22,8
ნალექების დღეების საშუალო რაოდენობა 7 8 11 12 13 10 7 7 7 9 8 7 106
ნალექების ნორმა, მმ 35 52 67 78 115 129 64 75 65 106 72 33 891
წყარო: NOAA[8], Sistema de Clasificación Bioclimática Mundial[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]