ქალბაჯარი
იერსახე
| ქალაქი | |
|---|---|
|
ქალბაჯარი აზერ. Kəlbəcər | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 40°06′24″ ჩ. გ. 46°02′18″ ა. გ. / 40.10667° ჩ. გ. 46.03833° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1584±1 მეტრი |
| ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
| მოსახლეობა | 450 (ნოემბერი, 2025) |
| საავტომობილო კოდი | 32 |
ქალბაჯარი (აზერ. Kəlbəcər — ციხესიმაგრე მდინარის შესართავთან), ან ქარვაჭარი (სომხ. Քարվաճառ — სავაჭრო ციხესიმაგრე ან ქვის ბაზარი) — ქალაქი აზერბაიჯანში. მდებარეობს მდინარე ტერტერის ზემო დინებაში. აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით ქალბაჯარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ყარაბაღის ომის შემდეგ ყარაბაღის მეორე ომამდე აკონტროლებდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით კი იყო შაუმიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2020 წლის 25 ნოემბერს დაუბრუნდა აზერბაიჯანის კონტროლს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძველი სკოლის შენობა