ბილიასუვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბილიასუვარი
Biləsuvar
Bilasuvar city.jpg
გერბი
Билясувар герб.png

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი არანი
რაიონი ბილიასუვარი
კოორდინატები 39°27′30″ ჩ. გ. 48°32′42″ ა. გ. / 39.45833° ჩ. გ. 48.54500° ა. გ. / 39.45833; 48.54500
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 20,101 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი bilesuvar-ih.gov.az
ბილიასუვარი — აზერბაიჯანი
ბილიასუვარი

ბილიასუვარი (1991 წლამდე პუშკინო; აზერ. Biləsuvar) — ქალაქი აზერბაიჯანში, ბილიასუვარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მუღანის ვაკეზე, სალიანის რკინიგზის სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით 44 კმ-ში და დედაქალაქ ბაქოდან 182 კმ-ში, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში პილესუვარის ფორმით, რომელიც დროდადრო ბელასუვარად გარდაიქმნა. 1938 წელს ალექსანდრე პუშკინის პატივსაცემად სოფელს პუშკინო დაარქვეს, ხოლო 1966 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო. 1963 წელს ტერიტორია გაერთიანდა ჯალილაბადის რაიონთან, ხოლო 1964 წლიდან კვლავ დამოუკიდებელი რაიონია. 1991 წელს აღდგა ქალაქის ისტორიული სახელწოდება ბილიასუვარი. ქალაქში არის ბამბასაწმენდი ქარხანა და მანქანა-მელიორაციული სადგური. 2010 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 20,101 ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]