ლაჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
ლაჩინი
Berdzor058.JPG
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 39°38′27″ ჩ. გ. 46°32′49″ ა. გ. / 39.64083° ჩ. გ. 46.54694° ა. გ. / 39.64083; 46.54694
ცენტრის სიმაღლე 889 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ლაჩინი — აზერბაიჯანი
ლაჩინი

ლაჩინი (აზერ. Laçın) — ქალაქი აზერბაიჯანში. აღიარებულია როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ ამჟამად ტერიტორიას მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა აკონტროლებს. აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ ლაჩინი არის ლაჩინის რაიონის რეგიონალური ცენტრი. ქალაქი და მისი მიმდებარე რეგიონი წარმოადგენს ლაჩინის სტრატეგიული დერეფანს, რომელიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას სომხეთთან აკავშირებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად იგი ცნობილი იყო როგორც აბდალიარი.[1][2][3] რეგიონს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1923 წელს, ხოლო სახელი ლაჩინი დაარქვეს (თურქული სახელია, რაც ნიშნავს ქორს) 1926 წელს.[1]

1920-იანი წლების დასაწყისში ვლადიმერ ლენინის წერილი ნარიმან ნარიმანოვის მიმართებაში გულისხმობდა, რომ ლაჩინი უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი.[4] 1923 წლის 7 ივლისს ქალაქი ლაჩინი გახდა ქურთისტანის მაზრას ადმინისტრაციული ცენტრი , რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც წითელ ქურთისტანს, სანამ ის შუშაში გადავიდოდა.[5] იგი დაიშალა 1929 წლის 8 აპრილს, რის შემდეგაც დაიხურა ქურთულენოვანი სკოლები და გაზეთები.[6]

მთიანი ყარაბაღის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-1994 წლებში მიმდინარე მთიანი ყარაბაღის ომის დროს ლაჩინის ქალაქი და მისი მიმდებარე რაიონი იყო ბრძოლის ადგილი და ქალაქი ჯერაც არ არის ფორმაში ამ ომის შედეგად. ლაჩინი სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია მისი გეოგრაფიული მნიშვნელობის გამო, რომელიც სომხეთს მთიანი ყარაბაღთან აკავშირებს. ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს მინსკის ჯგუფმა აღნიშნა, რომ „წინა მოლაპარაკებებში ლაჩინს ცალკე საქმედ განიხილავდნენ“. ეს იმიტომ, რომ ლაჩინი არის მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დერეფანი. ამის გარეშე მთიანი ყარაბაღი იქნებოდა იზოლირებული.[7]

2015 წლის 16 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ჩირაგოვისა და სხვების წინააღმდეგ სომხეთის საქმეზე, რომელიც ეხებოდა ექვსი აზერბაიჯანელი ეთნიკურად ქურთი ლტოლვილის საჩივრებს, რომ მათ არ შეეძლოთ რეგიონში დაბრუნება თავიანთ სახლებში. თავდაპირველად ისინი იძულებუნლი იყვნენ გაქცეულიყვნენ 1992 წელს, მთიანი ყარაბაღის სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დროს. სასამართლომ დაადასტურა, რომ სომხეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ამის შესაბამისად კი ჰქონდა იურისდიქცია ლაჩინის ოლქზე.[8]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წლის მონაცემებით, რეგიონში 435 ადამიანი ცხოვრობდა, მათგან 37,7% იყო აზერბაიჯანელი, 25,3% ქურთი, 15,2% სომეხი და 13,1% რუსი.[9] 1970 წლის მონაცემებით რეგიონში სულ 4 990 მაცხოვრებელი იყო, 95% შეადგენდნენ აზერბაიჯანელები, 2.7% რუსები და 1,1% სომხები[10]. 1979 წელს მოსახლეობის 99.1% -ს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ[11], ხოლო 2005 და 2015 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის 100%-ვე პროცენტი სომხებისგან შედგება. [12][13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. М. Поспелов (Ye. M. Pospelov). "Имена городов: вчера и сегодня (1917–1992). Топонимический словарь." (City Names: Yesterday and Today (1917–1992). Toponymic Dictionary." Москва, "Русские словари", 1993.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pospelov, p. 23
  2. Karapetian, Samvel. Armenian Cultural Monuments in the Region of Karabagh. Yerevan: Gitutiun Publishing House, 2001, p. 169.
  3. Map of Armenia and Adjacent Countries by H. F. B. Lynch]and F. Oswald in Armenia, Travels and Studies. London: Longmans, 1901.
  4. Alexandre Bennigsen and S. Enders Wimbush. Muslims of the Soviet Empire. C. Hurst & Co Publishers, 1986, pp. 202, 286. ISBN 1-85065-009-8.
  5. McDowall, David. A Modern History of the Kurds, 3rd. ed. London: I.B. Tauris, 2004, p. 492.
  6. Catherine Cosman, "Soviet Kurds Face Loss of Their Identity," New York Times, May 13, 1991/June 2, 1991.
  7. CountryWatch - Interesting Facts Of The World Archived September 28, 2007, საიტზე Wayback Machine.
  8. Press release issued by the Registrar of the Court. Azerbaijani refugees’ rights violated by lack of access to their property located in district controlled by Armenia. წაკითხვის თარიღი: 21 June 2015.
  9. Курдистанский уезд 1926.
  10. Лачинский район 1970.
  11. Лачинский район 1979.
  12. Urban communities of the NKR. National Statistical Service of Nagorno-Karabakh Republic (1 January 2015).
  13. http://census.stat-nkr.am/nkr/1-1.pdf