ლაკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსა მანაროვი, მფრინავი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი

ლაკები (ან ყაზიყუმუხები) — დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხი. ძირითადად ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკის მთიან ნაწილში (უმთავრესად ლაკისა და კულიკულის რაიონებში), ნაწილი — ჩრდილოეთ დაღესტნის დაბლობზე ნოვოლაქსკის რაიონი). საერთო რაოდენობა 156 545 კაცი (2002)[1]. ლაპარაკობენ ლაკურ ენაზე, უმრავლესობამ იცის რუსულიც. ძირითადად მუსლიმანი-სუნიტები არიან. მატერიალური და სულიერი კულტურით ახლოს დგანან დაღესტნის სხვა ხალხთან. ძირითადი საქმიანობა მთაში მეცხოველეობაა (უმთავრესად მომთაბარე მეცხვარეობა), დაბლობში — მიწათმოქმედება. განვითარებულია ხელოსნობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-30.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]