სალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სალიანი
აზერ. Salyan

ცენტრალური სადგური სალიანში
გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი სალიანი
კოორდინატები 39°35′48″ ჩ. გ. 48°59′01″ ა. გ. / 39.596806° ჩ. გ. 48.983694° ა. გ. / 39.596806; 48.983694
ცენტრის სიმაღლე −19 მეტრი
მოსახლეობა 30 396 (1989)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სალიანი — აზერბაიჯანი
სალიანი

სალიანი (აზერ. Salyan) — ქალაქი აზერბაიჯანში, სალიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთით 130 კილომეტრში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალიანელები დამოკიდებულნი იყვნენ ყუბის სახანოზე, ნადირ შაჰმა კი ისინი ჩამოაშორა მას. XVIII საუკუნის შუა ხანებში სალიანი იბრაჰიმ რუდბარიმ დაიპყრო. მისი მმართველობით უკმაყოფილო სალიანელებმა დახმარებისთვის ყუბის ხანს მიმართეს. 1757 წელს ფათალი-ხანის მეთაურობით ჯარებმა სალიანი აიღეს, იბრაჰიმ რუდბარი განდევნეს და ქალაქი ყუბის სახანოს შეუერთეს.[2]

1729-1782 წლებში სალიანი იყო სალიანის სასულთნოს დედაქალაქი.

1799 წელს შირვანის ხანმა მუსტაფა-ხანმა სალიანელები დაიპყრო და იქ თავისი ნაიბი დანიშნა.[3]

1868 წლიდან სალიანი იყო ბაქოს პროვინციის ჯავადის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1916 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

1930 წლიდან სალიანის რაიონი ადმინისტრაციული ცენტრია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულის“ მეთერთმეტე რედაქციის მიხედვით, (1891 წ.) ქალაქში 12 117 ადამიანი ცხოვრობდა.

1897 წლის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერის მიხედვით, სალიანში ცხოვრობდა 11 787 ადამიანი, მათ შორის[4][5]:

ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მონაცემებით, მოსახლეობა 1900 წელს შეადგენდა 12 120 ადამიანს.

1959 წლის აღწერის მონაცემებით[6], ქალაქში ცხოვრობდა 17 197 მოსახლე, ხოლო 1975 წელს - 25 700. ქალაქის 1979 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 26 196 კაცს შეადგენდა[7], 1989 წელს კი - 30 396 კაცს.[8]

მდინარე მტკვარი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდიდან ქალაქში მოქმედებდა ბამბის საწმენდი, ელექტროშედუღების მოწყობილობების, პლასტმასის ნაწარმის და გამაგრილებელი სასმელების ქარხნები.

ქალაქის მერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალიანის სახანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1729–1748 — ჰასანბაი ხანი[9]
  • 1748–1757 — იბრაჰიმ ხან რუდბარი[9]
  • 1757–1768 — კალბ ალი ხანი[9]
  • 1768–1782 — ყუბად ხანი[9]

აზერბაიჯარის სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1920 — იუსიფ გასიმოვი[9]
  • 1961–1966 — ჰუსეინ ჰუსეინოვი[9]

აზერბაიჯანის რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1993 — ა. იუსუბოვი[9]
  • 1993–2004 — ვალიჰათ აზიზოვი[9]
  • 2004 — იუსიფ ალაკბაროვი[9]
  • 2004–2009 — რასიმ ბაშიროვი[9]
  • 2009–2011 — ალიაღა ჰუსეინოვი[9]
  • 2011–2016 — თაჰირ კარიმოვი[9]
  • 2016–დღემდე — სევიდნიკ ჰეტემოვი[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 1989 წლის სრულიად საკავშირო აღწერა
  2. Комментарии к тексту. ციტირების თარიღი: 2009-10-10
  3. Дж.М.Мустафаев. (1989) СЕВЕРНЫЕ ХАНСТВА АЗЕРБАЙДЖАНА И РОССИЯ (конец XVIII—начало XIX в.), Стр. 20. ციტირების თარიღი: 2019-07-08
  4. Первая Всеобщая перепись населения Российской империи 1897 года. Распределение населения губерний, уездов, городов Российской Империи кроме губерний Европейской России по возрасту. Демоскоп Weekly. ციტირების თარიღი: 2009-10-10
  5. Первой Всеобщей переписи населения Российской империи 1897 г. т.61.:/ под редакцией Н. А. Тройницкого. - (Санкт-Петербург): издание Центрального статистического комитета Министерства внутренних дел, 1899-1905. Бакинская губерния. Стр. 1-3.. ციტირების თარიღი: 2021-03-07
  6. Всесоюзная перепись населения 1959 г. Численность городского населения союзных республик (кроме РСФСР), их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу. Демоскоп Weekly. ციტირების თარიღი: 2011-12-12
  7. Всесоюзная перепись населения 1979 г. Численность городского населения союзных республик (кроме РСФСР), их территориальных единиц, городских поселений и городских районов по полу. Демоскоп Weekly. ციტირების თარიღი: 2011-12-12
  8. Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей.. ციტირების თარიღი: 2010-01-08
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 9.11 9.12 Salyan Mayors az. ციტირების თარიღი: 14 November 2014