ბარდა (ქალაქი)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბარდა Bərdə | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | არანის რეგიონი | ||
მუნიციპალიტეტი | ბარდის რაიონი | ||
შიდა დაყოფა | რაიონი | ||
კოორდინატები | 40°22′59″ ჩ. გ. 47°07′07″ ა. გ. / 40.38306° ჩ. გ. 47.11861° ა. გ. | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 | ||
ცენტრის სიმაღლე | 76±1 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა | ||
მოსახლეობა | 41,277[1] კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +994 100 | ||
საფოსტო ინდექსი | AZ 0900 | ||
| |||
ბარდა, ბარდავი (აზერ. Bərdə, არაბ. بردع, სომხ. Պարտավ) — ქალაქი აზერბაიჯანში, ყარაბაღის ვაკეზე, მდინარე ტერტერის ორივე ნაპირას, ბარდის რაიონის ცენტრი.
დღევანდელი ბარდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისტორიული ბარდავის ნანგრევებია. როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე IV საუკუნეში არსებობდა. V საუკუნეში ბარდავი ალბანეთის მეფეების და ალბანეთის ქრისტიანული ეკლესიის სატახტო ქალაქი იყო, ისევე როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. 627 წელს იგი ჯაბღუ-ხაკანმა აიღო და მისი მოსახლეობა ამოჟლიტა. VIII საუკუნის დასაწყისში არაბებმა დაიპყრეს. ქალაქი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მსხვილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. X საუკუნეში სალარიდებს ემორჩილებოდა, იმავე საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსულმა რუსებმა დაიკავეს. 1192—1193 წლებში ქართველთა ჯარმა დალაშქრა. შემდგომ საუკუნეებში განუწყვეტელი ომების შედეგად ქალაქი დაკნინდა. XVIII საუკუნის I ნახევარში თათარ-მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ბარდავი სოფლად გადაიქცა.
ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბარდავში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - მავზოლეუმი (1322, ხუროთმოძღვარი აჰმედ ეიუბ ალ-ჰაფიზ-ოღლუ). მდიდრულად შემკული ორპორტალიანი, აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის კოშკი მოპირკეთებულია უბრალო და მოჭიქული აგურით. იქვე ახლოს მეორე, ე. წ. ახსადანბაბას (XIV ს.) მავზოლეუმის ნანგრევებია (როგორც ჩანს, აგებულია იმავე ხუროთმოძღვრის მიერ), შემორჩენილია აგრეთვე იმამ-ზადეს მავზოლეუმ-მეჩეთი (XVII-XIX საუკუნეები).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Barthold, Wilhelm (1987). „Bard̲h̲aʿa“. Houtsma, Martijn Theodoor. E.J. Brill's first encyclopaedia of Islam, 1913–1936, Volume II: Bābā Fighānī–Dwīn. Leiden: BRILL. p. 656. ISBN 90-04-08265-4. http://books.google.com/books?id=rezD7rvuf9YC.
- Dunlop, D.M. (1986). „Bard̲h̲aʿa“. The Encyclopedia of Islam, New Edition, Volume I: A–B. Leiden and New York: BRILL. pp. 1040–1041. ISBN 90-04-08114-3. http://referenceworks.brillonline.com/entries/encyclopaedia-of-islam-2/bardhaa-SIM_1226.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ World Gazetteer: Azerbaijan – World-Gazetteer.com