შინაარსზე გადასვლა

დორილეის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დორილეის ბრძოლა (მრავალმნიშვნელოვანი).
დორილეის ბრძოლა
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი

დორილეის ბრძოლა
თარიღი 1 ივლისი, 1097
მდებარეობა დორილეა, ანატოლია, თურქეთი
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება
მხარეები
ჯვაროსნები რუმის სასულთნო
მეთაურები
ბოემონდ I,
ტანკრედ ტარანტოელი,
ადემარ მონტეილელი,
გოდფრუა ბუინოელი,
ჰუგო I დიდი
ქილიჩ-არსლან I,
დანიშმენდ გაზი
ძალები
დაახლ. 40 ათასი დაახლ. 8 ათასი
დანაკარგები
დაახლ. 4 ათასი დაახლ. 3 ათასი
დორილეის ბრძოლა ვიკისაწყობში

დორილეის ბრძოლა — გაიმართა 1097 წლის 1 ივლისს ევროპელ ჯვაროსნებსა და რუმის სასულთნოს სულთნის ქილიჩ-არსლან I-ისა და კაპადოკიის ემირის დანიშმენდ გაზის გაერთიანებულ არმიებს შორის. დასრულდა ჯვაროსნების გამარჯვებით. დორიელის ბრძოლას პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

ჯვაროსნებმა მთლიანად გაანადგურეს ქილიჩ-არსლანის არმია და ხელში ჩაიგდო მისი მთელი ალაფი. დორილეაში გამარჯვების შემდეგ ჯვაროსნებს პრაქტიკულად გზა გაეხსნათ ანტიოქიისკენ. ბრძოლის შედეგები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I კომნენოსისთვისაც. მან დაიბრუნა და იმპერიის მმართველობას დაუქვემდებარა თურქ-სელჩუკების მიერ წართმეული ტერიტორიები.

  • Hans E. Mayer, The Crusades. Oxford, 1965.
  • Raymond of Aguilers, Historia francorum qui ceperunt Jerusalem
  • Jonathan Riley-Smith, The First Crusade and the Idea of Crusading. Philadelphia, 1999.
  • Steven Runciman, The First Crusaders, 1095–1131. Cambridge University Press, 1951.
  • Kenneth Setton, ed., A History of the Crusades. Madison, 1969–1989.(available online დაარქივებული 2003-04-01 საიტზე Wayback Machine. ).
  • John France, Victory in the East: A Military History of the First Crusade, Cambridge University Press, 1996.
  • John France, The Crusades And The Expansion Of Catholic Christendom, 1000–1714, Routledge, 2005.
  • Matthew Bennett, The Hutchinson Dictionary of Ancient & Medieval Warfare, Helicon Publishing Ltd, 1998.