აზერბაიჯან-ყირგიზეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-ყირგიზეთის ურთიერთობები
Map indicating locations of აზერბაიჯანი and ყირგიზეთი

აზერბაიჯანი

ყირგიზეთი

აზერბაიჯან-ყირგიზეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და ყირგიზეთს შორის.

ქვეყნებს შორის გაფორმებულია 58 შეთანხმება, მათ შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება (1997), სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია (2022).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანულ-ყირგიზულ ურთიერთობებს უძველესი ისტორია აქვს. ორივე ერის წარმომადგენლებს საერთო ფესვები, კულტურა, ენა, ისტორია, რელიგია და ტრადიციები აკავშირებს.  

საბჭოთა კავშირის დროს ორივე ერს ერთი ცენტრი მართავდა. მათ შორის განვითარდა ეკონომიკური და კულტურული კავშირები. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ ურთიერთობებმა შემდგომი განვითარება ჰპოვა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1993 წლის 19 იანვარს. 2007 წლის 16 მაისს ყირგიზეთში გაიხსნა აზერბაიჯანის საელჩო[1].

ყირგიზეთის საელჩო აზერბაიჯანში 2014 წლის 24 ოქტომბერს დაარსდა.

ამჟამად ყირგიზეთში დაახლოებით 20 000 აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ისინი ჩართულნი არიან ყირგიზეთის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სფეროებში. აზერბაიჯანელები ძირითადად ბიშკეკში, თალასსა და ყარა-ბალტაში ცხოვრობენ.

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის დეკემბერში შედგა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის პირველი ვიზიტი ყირგიზეთში. დსთ-ს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ის ყირგიზეთის პრეზიდენტს ასკარ აკაევს შეხვდა. 1995 წლის აგვისტოში ჰეიდარ ალიევი ჩავიდა ყირგიზეთში თურქულენოვანი სახელმწიფოების მეთაურთა მე-3 სამიტის ფარგლებში.

1996 წლის 11 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ოქმს თანამშრომლობის შესახებ.

1997 წლის 23 აპრილს შედგა ყირგიზეთის პრეზიდენტის ასკარ აკაევის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში. ამ ვიზიტის დროს ხელი მოეწერა 14 შეთანხმებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ასევე ორივე ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

2006 წლის 15 მარტს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდა ყირგიზეთის სახელმწიფო მდივანს დასტან სარიგულოვს.

2009 წლის 3 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტი კურმანბეკ ბაკიევი ეწვია ნახიჩევანს თურქულენოვანი ქვეყნების მეთაურთა IX სამიტის ფარგლებში. სამიტზე ხელი მოეწერა ნახიჩევანის შეთანხმებას თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შექმნის შესახებ[1].

2012 წლის 30-31 მარტს პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

2012 წლის 23 აგვისტოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე სამუშაო ვიზიტით ეწვია ყირგიზეთს[2].

აზერბაიჯანსა და ყირგიზეთს შორის შეიქმნა სახელმწიფოთაშორისი საბჭო. საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა 2022 წლის 11 ოქტომბერს[3].

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს ჰყავს ორმხრივი საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფი[4], რომელიც ჯგუფი შეიქმნა 1997 წლის 7 მარტს სახელწოდებით „საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფი აზერბაიჯანთან - ყირგიზეთთან, თურქმენეთთან და ტაჯიკეთთან“. მისი პირველი ლიდერი იყო ფაზაილ აღამალი[5]. მუსა გულიევი სამუშაო ჯგუფს 2016 წლის 4 მარტიდან ხელმძღვანელობს[6].

ყირგიზეთის პარლამენტში ასევე შეიქმნა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ორმხრივი ჯგუფი.

ეკონომიკური ურთიერთობები და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნებს შორის მოქმედებს ბიზნეს საბჭო. 2022 წლის 11 ოქტომბერს შეიქმნა აზერბაიჯან-ყირგიზეთის განვითარების ფონდი[7].

2022 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანში გაიხსნა ყირგიზეთის სავაჭრო სახლი[8].

2022 წლის 11 ოქტომბერს, ბიშკეკში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჟაფაროვის მონაწილეობით, გაიმართა ყირგიზეთ-აზერბაიჯანის მეგობრობის პარკის გახსნა[9]. იმავე წლის 12 ოქტომბერს ბიშკეკში გაიმართა ჰეიდარ ალიევის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ნიზამი განჯავის 103-ე სკოლის საგანმანათლებლო კომპლექსის გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ორივე სახელმწიფოს მეთაური[10].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]