ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია
Economic Cooperation Organization map.svg
დაარსების თარიღი

1985

ტიპი

სახელმწიფოთაშორისი

შტაბ-ბინა

თეირანი, ირანი

წევრები

10 წევრი, 1 დამკვირვებელი

ოფიციალური ენები

ინგლისური

გენერალური მდივანი

ჰალილ იბრაჰიმ აქჩა

საიტი

http://www.eco.int

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია — რეგიონალური სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ორგანიზაცია, დააარსეს 1985 წელს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. აღნიშნული ორგანიზაცია გახდა რეგიონალური თაამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე, ორგაიზაციისა, რომელიც 1977 წლის 12 მარტიდან მოქმედებდა იზმირის ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერეს ირანმა, პაკისტანმა და თურქეთმა.

ოფიციალური სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის სამუშაო ენაა ინგლისური. ორგანიზაციის ოფიციალური სახელებია:

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლამდე თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ატარებდა ორმხრივ ხასიათს. 1992 წლიდან, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 7 ახალი სახელმწიფოს ნებაყოფლობით მიერთებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციას შეემატნენ: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ავღანეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. 1995 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის 50-ე სესიაზე მიიღეს რეზოლუცია ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ და მას შემდეგ ორგანიზაციას აქვს გაეროს დამკვირვებლის სტატუსი. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას ასევე დამკვირვებლის სტატუსი აქვს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ურთიერთობები ძირითადად ეკონომიკურია და ნაკლებადაა გამოხატული პოლიტიკური მიმართულება. ორგანიზაციის მოქმედების ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს იღებენ წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე, რომელიც იმართება ორ წელიწადში ერთხელ წესდების მეოთხე მუხლის შესაბამისად.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის მარკა, რომელიც ეძღვნება ორგანიზაციის 10-ე სამიტს

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას აქვს შემვეგი სტრუქტურა წესვების მეხუთე მუხლის შესაბამისად.

  • საგარეო საქმეთა მინისტრების ან სრულუფლებიანი წარმომადგენლებისაგან შექმნილი მინისტრთა საბჭო. მინისტრთა საბჭო იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც.
  • მუდმივი წარმომადგენლების საბჭო, მუდმივმოქმედი ორგანო, პასუხისმგებელი ორგანიზაციის პოლიტიკასა და მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებზე. მის შემადგენლობაში შედიან მუდმივმოქმედი წარმომადგენლები, რომლებიც აკრედიტირებულები არიან ორგანიზაციაში. მუდმივი წარმომადგენლების საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ მაინც.
  • რეგიონალური დაგეგმარების საბჭო, რომელიც შედგება წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან. იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც.
  • ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამდივნო. პასუხისმგებელია ორგანზაციის მონიტორინგზე. ასევე იღებს პირდაპირ მონაწილეობას ორგანიზაციაში და განახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას ორგანიზაციის საქმიანობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. სამდივნოს შტაბ-ბინა მდებაეობ თეირანში, ირანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]