ადერკი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
 
==მეფობა==
'''„1010. მეფე ადერკი. იმეფა 57 წელი“წელი'''<ref>[http://patriarchate.ge/wp-content/uploads/2017/08/ქართლის-ცხოვრება-ტომი-IV.pdf ვახუშტი ბატონიშვილი, „ქართლის ცხოვრება“]. გვერდი 51, 52.</ref><br />
დაიპყრო ადერკმა მთელი საქართველო და შეირთო ცოლად სომეხთა მეფის ასული. მისი მეფობის პირველ წელს იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოვიდა ამბავი, რომ შევიდნენ სპარსელები იერუსალიმის ასაკლებად და შეწუხდნენ მცხეთელი ებრაელები. მაგრამ კვლავ მოვიდა ამბავი, რომ შევიდნენ სპარსელები არა ასაკლებად, არამედ ახალშობილი ყრმისათვის თაყვანის საცემად. ოცდაათი წლის შემდგომ გამოიკითხეს მცხეთელმა ებრაელებმა იერუსალიმიდან იესო ქრისტეს ჯვარცმისა და განკითხვის ამბავი. ხოლო ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი ებრაელები წავიდნენ და ჩამოიტანეს უფლის კვართი მცხეთაში. ხოლო შემდგომ, 35 წელს, მოვიდნენ მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სვიმეონ კანანელი. ანდრიამ მოაქცია მეგრელები და წავიდა; ხოლო სვიმეონი მოკვდა იქ და დაკრძალეს ნიკოფსიაში. ეს რომ გაიგო ადერკმა, შერისხა მეგრელები და დამალეს ხატები და ჯვრები. ასევე შერისხა კლარჯეთის ერისთავი ანდრიას მშვიდობიანად გაშვების გამო. ამავე პერიოდში სპარსეთში მეფობა დაიწყო აჟღალანმა (რადგანაც მას შემდგომ, რაც სპარსეთში შესული იყო ალექსანდრე დიდი, აღარ არსებობდა სპარსთა მეფობა) და ემორჩილებოდნენ სომხები და ქართველები. ხოლო ადერკს ჰყავდა ორი ძე – ბარტომი და ქართამი. ამათ გაუყო სამეფო: ბარტომს მისცა მცხეთა და ჰერეთის ჩრდილოეთი მხარე ეგრისის ზღვამდე; ხოლო ქართამს – არმაზი და სამხრეთი მხარე ბერდუჯიდან პონტოს ზღვამდე. ადერკის მეფობამდე რამდენი მემკვიდრეც არ უნდა ყოფილიყო, ერთი მეფე ჰყავდათ, ხოლო ამან ასე გაყო. თავად გამეფდა 30 წლისა და წარმატებითა და ნებიერად იმეფა 57 წელი; შემდეგ მოკვდა დასაბამიდან 4004, ქრისტეშობის შემდგომ 55, ქართულით 339 [წელს].
 
9,666

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ