რევ I მართალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რევ I
რევ მართალი
იბერიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 186
მმართ. დასასრული: 213
წინამორბედი: ამზასპ II
მემკვიდრე: ვაჩე
მეუღლე: სეფელია
შვილები: ვაჩე
დინასტია: არშაკუნიანი
მამა: ვოლოგეზ V

რევი I მართალიიბერიის მეფე III საუკუნის შუა წლებში. ძე სასანიდი უფლისწულის ჰორმიზდისა, რომელიც 272 წელს ირანის შაჰიც გახდა და დისწული იბერიის მეფის ამაზასპ II-სა. 265 წლისთვის ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს ჰორმიზდაკი. ამდენად ჰორმიზდაკი ირანული პოლიტიკის გამტარებელი იყო და იბერიაც ირანის ვასალი გახდა. რევ I მფარველობდა ქრისტიანობას, აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება, ამიტომ მას რევ მართალი უწოდეს. რევ მართალს ცოლად ჰყავდა ბერძენი ქალი სახელად სეფელია.

ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრება“. ნაწილი პირველი: „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, მეცხრამეტე მეფე, რევ, არშაკუნიანი.
წინამორბედი:
ამზასპ II
იბერიის მეფე
III საუკუნის II ნახ.
შემდეგი:
ვაჩე