თარგის განხილვა:იბერიის მეფეები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს თარგი სერიოზულად მისახედია. — ჯაბა ლაბაძე () 19:42, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ანუ ამ თარგს მე უნდა მივხედო, სხვა გზა არაა, დილეტანტის შექმნილია. --ჯაბა ლაბაძე 14:55, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო ვინაიდან მოქმედი თარგი ნაკლოვანია და თან ცოტა გაურკვეველიც დინასტიების კუთვნილების საკითხში, ხომ არ აჯობებს მოქმედის ამით ჩანაცვლება? შეგახსენებთ ახალი ტარგი შექმნილია ამ სტატიისი მიხედვით და ბუნებრივია ეფუძნება სტატიაში მითითებულ ლიტერატურას. --ჯაბა ლაბაძე 15:24, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე მომხრე ვარ რომ ჩანაცვლდეს--დათო1010 15:39, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მგონი გადატანის დროცაა. --ჯაბა ლაბაძე 16:05, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ჯაბა ლაბაძე 16:20, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიზუალიზაცია[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, საუკუნეების მითითებას აჯობებდა Modèle:Palette Rois d'Ibérie-ის მსგავსად გადაკეთდეს? არგუმენტი ის არის, რომ სხვადასხვა ვერსიები არსებობს მონარქთა მეფობის წლებს შორის, ამიტომ საუკუნეების გასწვრივ მეფეების ჩაწერას, დინასტიების გასწვრივ ჩაიწეროს ჯობია, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ განვმეორდები, რომ ინფოდაფასა და ინფოყუთში ისევე, როგორც გაიდლაინში მონარქთა რიგი ერთი ვერსიის მიხედვით უნდა ჩაიწეროს, ხოლო ცალკეული მეფეების გვერდებზე, უშუალოდ ტექსტებში სხვადასხვა ავტორთა ვერსიები ჩაიწეროს, მაგალითად ქვესტატიად, როგორც მაგალითად ეგიალის შემთხვევაში "ვერსიები". სხვანაირად აღრევა გამოვა, რადგან სხვადასხვა ავტორი, სხვადასხვა დინასტიებს აკუთვნებს სხვადასხვა მეფეს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:49, 25 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

გარკვევით ვიტყვი, არსებობს ერთგვარი დილემა. ივერიის მეფეთა მრავალი ავტორისეული ვერსია არსებობს, მაგრამ ყველა ვერსიას თარში ვერ ჩავწერთ, ამიტომ უნდა დავწეროთ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს თარგი, სახელდობრ, ლევს, როკს და მირდატს, ბაკურ II, ბაკურ III, რევ II (ის არც ერთგან ხაზგასმის მეფის ტიტულით არ იხსენიება) "მოქცევაჲ ქართლისაჲ" იხსენიებს, მაგრამ არა ქართლის ცხოვრება, რომელიც ღადანას, ბაქარს და მირდატ III-ეს იხსენიებს პირველისგან განსხვავებით, ამიტომ მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ვერსიას ღადანას, ბაქარს და მირდატ III-ეს არ მივუთითოთ. ასევე ვიტყვი, რომ ამჟამად დამატებულია არშაკ III, მითრიდატე I, II, III... რომლებიც არ მოიხსენიებიან მოცემულ წყაროში, ამიტომ ამ მეფეთა გვერდებზე აღარ მიეთითოს თარგი. წითელი ვიზუალი ძალიან ყვირის...--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:02, 22 ოქტომბერი 2020 (UTC)-[უპასუხე]

თარგის ჩანაცვლება/შეცვლა[წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული თარგის ვახუშტის მიხედვით ჩანაცვლება ხომ არ ჯობს?

  1. საუკუნეების მიხედვით ზუსტად არ ემთხვევა მეფობის წლები თუ შკალის ვარიანტში არ მიეთითა;
  2. არც ერთი ისტორიკოსი არ მიუთითებს მეფეებს დინასტიების მიხედვით, გარდა ლეონტი მროველისა და ვახუშტისა, რომლის "საქართველოს ისტორია" ქართლის ცხოვრების განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განახლდა ვახტანგ VI-ის კომისიის მიერ და დაიხვეწა და დაზუსტდა დ. ბაქრაძის მიერ.
  3. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს წარმოდგენილი ქართლის (იბერიის) მეფეთა სია მწირი ინფორმაციითაა გაჯერებული, თეიმურაზ ბატონიშვილი წარმოგვიდგენს ასფაგურ I-მდე სიას ისევე, როგორც სერგი გორგაძე და პავლე ინგოროყვა. ლევან და გუბაზ სანიკიძის "უბის ისტორიაში", სხვა ავტორების მსგავსად, არაა ხაზგასმული თუ რომელ დინასტიებს წარმოადგენს ესა თუ ის მეფე. ეს ფაქტი მე ვფიქრობ ამყარებს არგუმენტს თუ რატომ უნდა იყოს ზემოთ წარმოდგენილი თარგი ჩანაცვლებული.
  4. თარგის სათაური "ხ • გ • რ"-ს გასწვრივ უნდა ეწეროს იბერიის მეფეები (იხ. [[]]-ის შიგთავსი.), რათა მასზე დაკლიკებით დაინტერესებული პირი იხილავდა იბერიის მეფეთა სხვა ავტორთა ვერსიებს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:03, 17 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად ვთვლი, რომ ნებისმიერი თარგი არ უნდა იქმნებოდეს პირველადი წყაროს მიხედვით. მერე ვიღაც შემოვა და შექმნის სხვა ავტორის მიხედვით და ასე რა გამოვა? ასე გამოვა ის, რაც დამართეთ სტატიებს მეფეების შესახებ. მე ვფიქრობ ქართულ ისტორიოგრაფიაში როგორცაა მიღებული, შეჯერებული ისე უნდა დალაგდეს ეს თარგი. რაც შეეხება ფერს (რომელზეც შენ ოთოს განხილვაში დაწერე) ეგ საქართველოს ფერია და გინდა ყვიროდეს და გინდა ცელქობდეს საჭიროა დარჩეს. არც ის მგონია სწორი, რომ თარგის სათაური გადადიოდეს იბერიის მეფეთა სიაზე, რადგან მაგ სტატიაში რა ხდება ღმერთმა უწყის მხოლოდ და ასეთი სტატიის „გაპიარება“ ნამდვილად არაა მიზანშეწონილი. --Wiki - ჯაბა 08:20, 17 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამჟამინდელი იბერიის მეფეთა სია დასაკორექტირებელია ახლით, მასზე გადასვლის შემთხვევაში ვიგულისხმე, რომ დაკლიკებით დაინტერესებული პირი იხილავდა იბერიის მეფეთა სხვა ავტორთა ვერსიებს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:05, 17 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ არ გვინდა იყოს არსებული.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:08, 17 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

იმდენად არეული სიტუაცია იყო ამ თარგში, ამ ეტაპზე გადავწყვიტე მხოლოდ ერთი წყაროს მიხედვით შემექმნა და ასე ყოფილიყო, რადგან სრულ აფსურდამდე არ მივსულიყავით. თუმცა საბოლოო სახის მიცემამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. აქ გადასაწყვეტია ორმეფობის დროინდელი მეფეების სტატიები. მათზე არსებობს სტატიები ერთად და ცალ-ცალკეც, ვფიქრობ რომელიღაცა ზედმეტია. ჩემი აზრით ორ მეფეზე ერთად დაწერილი სტატია არის ზედმეტი და წასაშლელია. სჯობს ცალ-ცალკე იყოს და თარგშიც შესაბამისად ჩავსვამთ. --Wiki - ჯაბა 18:29, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრითაც ორი მეფის საერთო სტატიებია წასაშლელი. გიო ოქრო 14:52, 1 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]