ბაკურ V
Jump to navigation
Jump to search
ბაკურ V | |
---|---|
ბაკურ III[1][2][3] | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
557–570[2] ?–580[3] |
შვილები: | ადარნასე |
დინასტია: | ხოსროიანი |
მამა: | ფარსმან VI (ფარსმან სხუაჲ) |
ბაკურ V — მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ქართლის 41-ე მეფე, რომელმაც ტახტი დაიკავა ფარსმანის შემდგომ. ამავე წყაროს ცნობით, მისი სიკვდილით "დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ". „ქართლის ცხოვრების“ მეფეთა სიაში ბაკურ V-ს, ფარსმან მეფის ძეს, 38-ე ადგილი უჭირავს. მისი სიკვდილის შემდგომ მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა ვერ შეძლეს მეფობის შენარჩუნება და ქართლში სპარსელები გაბატონდნენ.[4]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბოგვერაძე ა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 161.
- ბოგვერაძე ა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 338.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი: ფარსმან VI |
იბერიის მეფე 557–570 |
შემდეგი: დაესრულა მეფობაჲ |