ღადამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ღადამი
ადამი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 129–132[1]
147–151[2]
146[3]
132–135[4]
წინამორბედი: ფარსმან II ქველი
შვილები: ფარსმან III
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ფარსმან II ქველი
დედა: ღადანა

ღადამი, ადამიიბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. ღადამის მეფობით სრულდება ორმეფობა ქართლში. მას „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ უწოდებს ღადამს, „მეფეთა ცხოვრება“ – ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარდაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა. პავლე ინგოროყვას აზრით ღადამი მეფობდა 161–164 წლებში, ხოლო ღადანა – 164–180 წლებში.[5]სერგი გორგაძის აზრით ღადამი მეფობდა 146 წელს მცირე ხნით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 216.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Third Pharnabazid Dynasty: 14. Radamistus/Adam. p. 16.
  5. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 28, ISBN 99928-58-36-2.