ფარსმან IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარსმანი.
ფარსმან IV
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 405–408[1]
406–409[2]
წინამორბედი: თრდატი
მემკვიდრე: მითრიდატე VI/მირდატ IV
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ვარაზ-ბაქარი

ფარსმან IV, ფარსმან ვარაზ-ბაქარის (უფროსი) ძექართლის მეფე IV-V ს. მიჯნაზე – ლეონტი მროველის თანახმად განუდგა ირანს და ხარკი შეუწყვიტა. გაამრავლა ჯვარნი და განაახლა ეკლესიები. მემატიანე მას ბოლნისის სიონის აშენებას მიაწერს.

თრდატის დისწული – ქართლის მეფე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით. პეტრე იბერის ასურული „ცხოვრების“ ცნობით ფარსმანი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა კეისტის კარზე, სადაც სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ეკავა სარდლის თანამდებობა. დედოფალ ევდოქსიასთან სასიყვარულო ისტორიის გამო სამშობლოში გამოიქცა. მან თეთრი ჰუნების დახმარებით ქართლის ტახტი დაიკავა.

(ფარსმანის მეფობას ვახუშტი ბატონიშვილი ათარიღებს 405–408 წ. ივ. ჯავახიშვილი 395–408 წ. გ. მელიქიშვილი V ს. დასაწყისით. ვ. გოილაძე 395–397 წ. ლ. ჯანაშია 398–400 წ.).[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი, მითითებული გამოცემა.
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიური საკითხისათვის. საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.
  • ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990.
  • ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს, სინ. ტ. II. თბ. 1973.
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წგნ. I, თბ. 1963.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. დ.
  2. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Chosroids: 28. Pharasmanes/P'arsman IV. p. 27.
  3. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 37, 38, ISBN 99928-58-36-2.
წინამორბედი:
თრდატი
იბერიის მეფე
405–408
შემდეგი:
მირდატ IV