ელიოზ მცხეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელიოზი (მრავალმნიშვნელოვანი).

ელიოზ მცხეთელი — ქართველი ებრაელი (I ს.), წარმოშობით მცხეთიდან. ლეგენდის მიხედვით 33 წელს ის და ლონგინოზ კარსნელი დაიბარეს იერუსალიმში - იესო ქრისტეს სასამართლოში მონაწილეობის მისაღებად. ელიოზმა და ლონგინოზმა სასამართლოს ვერ ჩაუსწრეს, თუმცა პირადად დაესწრენ ჯვარცმას, საიდანაც თითქოსდა ქრისტეს კვართი წამოიღეს და საქართველოში ჩამოიტანეს. ელიოზის დას სიდონიას, რა დაუნახია კვართი - გულში ჩაუკრავს და იმწამს მომკვდარა, ბევრი ეცადეს თურმე მაგრამ ცხედარს კვართი ხელიდან ვერ აართვეს, მაშინ ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. ეს სწორედ იმ ადგილას მომხდარა სადაც ახლა სვეტიცხოველი დგას.