შინაარსზე გადასვლა

მირიან II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
მირიან II
მირვან II, მირეანი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 33–23[1]
ძვ. წ. 74–58[2]
ძვ. წ. 32–22[3]
ძვ. წ. 30–20[4]
წინამორბედი: ფარნავაზ II/ბარტომ I
მემკვიდრე: არშაკ II
მეუღლე: ბრატმანის ცოლყოფილი
შვილები: არშაკი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ფარნაჯომი

მირიან II, მირვან II, მირეანი — ქართლის (იბერიის) მეფე; ფარნავაზიანთა დინასტიის მეოთხე მეფის ფარნაჯომის ძე. მეფობდა ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში; „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მირიან II აღიზარდა სპარსეთში, სადაც გახიზნეს მამამისის მოკვლის შემდეგ (ერთი წლისა); შემდეგ მირიანი სპარსელთა ლაშქრით ქართლს შემოესია, დაამარცხა ქართლის მეფე ბარტომი, დაეუფლა ტახტს და ცოტა ხანს იმეფა; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას. ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ. წ. I საუკუნეში მეფობდა.[5][6]

  1. ↑ ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. ↑ თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 212.
  3. ↑ სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. ↑ CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Nimrodids: 8. Meribanes/Mirvan II. p. 11.
  5. ↑ მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 11.
  6. ↑ ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 18, ISBN 99928-58-36-2.
წინამორბედი:
ბარტომ I
იბერიის მეფე
ძვ. წ. 33–23
შემდეგი:
არშაკ II