ამაზასპ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაზასპი.
ამაზასპ II
ამზასპ II
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 182–186[1]
191–200[2]
164–182[3]
185–189[4]
წინამორბედი: ფარსმან III
მემკვიდრე: რევ I მართალი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ფარსმან III

ამაზასპ II, ამზასპ IIქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის 40-იან წწ-ში. მას ქართული წყაროების გარდა იხსენიებს შაბურ I-ის (242–272 წწ.) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდი წარწერა, როგორც მეფეს, რომელმაც ძალაუფლება მიიღო შაბურის დროს; ე. ი. ამაზასპი არის შაბურ I-ის თანამედროვე.

წარწერის მიხედვით ამაზასპი იყო არა იარაღით დამორჩილებული მმართველი, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე. ამაზასპის ირანულ ორიენტაციაზე საუბრობს ლეონტი მროველიც, რომლის მიხედვით ამაზასპმა „შეიყვარა სპარსელები“. ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. ქართლის ცხოვრებაში ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შეჭრილ ალანებთან მისი ბრძოლის ამბავი.[5]

ამაზასპი დაუპირისპირდა ფარსმან III-ის გაძლიერებულ დიდებულებს და მათი ალაგმვა მოინდომა. ამაზასპს განუდგნენ კლარჯეთის, ოძრხის, ეგრისის, წუნდის და სხვა ერისთავები. ამაზასპი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოსული სპარსელების ლაშქრით შეებრძოლა რომაელებს, სომხებს და განდგომილ ერისთავებს და ბრძოლაში დაიღუპა. მის ნაცვლად გამეფდა რევ I მართალი, რომელიც სერგი გორგაძის აზრით იყო არშაკუნიანების დინასტიის წარმომადგენელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 217, 218.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Third Pharnabazid Dynasty: 16. Amazaspus/Amazasp II. p. 17.
  5. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 29, ISBN 99928-58-36-2.
წინამორბედი:
ფარსმან III
იბერიის მეფე
182–186
შემდეგი:
რევ მართალი