შინაარსზე გადასვლა

მირიან II

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მირვან II)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
მირიან II
მირვან II, მირეანი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 33–23[1]
ძვ. წ. 74–58[2]
ძვ. წ. 32–22[3]
ძვ. წ. 30–20[4]
წინამორბედი: ფარნავაზ II/ბარტომ I
მემკვიდრე: არშაკ II
მეუღლე: ბრატმანის ცოლყოფილი
შვილები: არშაკი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ფარნაჯომი

მირიან II, მირვან II, მირეანიქართლის (იბერიის) მეფე; ფარნავაზიანთა დინასტიის მეოთხე მეფის ფარნაჯომის ძე. მეფობდა ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში; „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მირიან II აღიზარდა სპარსეთში, სადაც გახიზნეს მამამისის მოკვლის შემდეგ (ერთი წლისა); შემდეგ მირიანი სპარსელთა ლაშქრით ქართლს შემოესია, დაამარცხა ქართლის მეფე ბარტომი, დაეუფლა ტახტს და ცოტა ხანს იმეფა; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას. ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ. წ. I საუკუნეში მეფობდა.[5][6]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 212.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Nimrodids: 8. Meribanes/Mirvan II. p. 11.
  5. მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 11.
  6. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 18, ISBN 99928-58-36-2.
წინამორბედი:
ბარტომ I
იბერიის მეფე
ძვ. წ. 33–23
შემდეგი:
არშაკ II