რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
ჟანრი დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი ზაირა არსენიშვილი, ერლომ ახვლედიანი,
ლანა ღოღობერიძე
როლებში სოფიკო ჭიაურელი
გია ბადრიძე
ჟანრი ლოლაშვილი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ნუგზარ ერქომაიშვილი
მონტაჟი სოფიო მაჩაიძე
მხატვარი ქრისტესია ლებანიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1978
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ — რეჟისორ ლანა ღოღობერიძის 1978 წლის ქართული დრამატული მხატვრული ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი ეძღვნება ქალების ცხოვრებას — მათ როლს ოჯახსა და საზოგადოებაში, პროფესიისა და ოჯახის შეთავსების საკითხს. მთავარი პერსონაჟი — სოფიკო — ჟურნალისტია და გაზეთში მოქალაქეთა წერილების განყოფილებას განაგებს. მას არაერთი ადამიანი წერს და უამბობს თავისი ცხოვრების, პირადი, თუ საზოგადო პრობლემების შესახებ. თავის წერილებში სოფიკოს სააშკარაოზე გამოაქვს ეს საჭირბოროტო საკითხები და ამასთანავე, მოქალაქეებს პრობლემების გადაწყვეტაშიც ეხმარება. მას უყვარს თავისი პროფესია და თავს ბედნიერად გრძნობს, როცა მორიგ სირთულეს დააძლევინებს ადამიანებს და მათგან მადლობას და ნდობას დაიმსახურებს, მაგრამ, მუდმივად სხვის დახმარებაში გართული სოფიკო ერთხელ აღმოაჩენს, რომ საკუთარი ოჯახისა და უახლოესი ადამიანებისათვის ვეღარ იცლის და მათი პრობლემები და ცხოვრება შეუმჩნეველი რჩება. შედეგად, იგი მოულოდნელად დადგება რამდენიმე დრამატული ფაქტის წინაშე — სასოწარკვეთილებაში აგდებს მასზე შეყვარებულ თანამშრომელს, რომლის გრძნობებს ვერც ამჩნევდა, ეღუპება დედა, მოზარდ ვაჟს სკოლაში პრობლემები აქვს, ერთთავად სოფიკოს ლოდინით დაღლილ მეუღლეს კი, თურმე, სხვა ქალთან გაუბამს რომანი, რის შედეგადაც, ოჯახი ინგრევა. სოფიკო ძლიერ განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ იძულებულია, დარდი გულში ჩაიკლას და შვება ისევ პროფესიაში ეძიოს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი, 1979
  • საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო ფილმისთვის, 1979
  • საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის, 1980

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]