შინაარსზე გადასვლა

არევიკი (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„არევიკი“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი არკადი აირაპეტიანი,
არნოლდ აგაბაბოვი
სცენარის ავტორი გურგენ არაქელიანი, არნოლდ აგაბაბოვი
როლებში სოფიკო ჭიაურელი,
არმენ ჯიგარხანიანი,
რამაზ ჩხიკვაძე
კომპოზიტორი ტიგრან მანსურიანი
ოპერატორი სერგეი ისრაელიანი
მხატვარი რაფაელ ბაბაიანი
სტუდია „არმენფილმი“
გამოსვლის თარიღი 1978
ხანგრძლივობა 126 წუთი
ქვეყანა სომხეთის სსრ–ის დროშა სომხეთის სსრ, (სსრკ)

არევიკი (სომხ. Արևիկ) — კინოსტუდია „არმენფილმის“ 1978 წლის ფსიქოლოგიური მელოდრამა. რეჟისორები არკადი აირაპეტიანი და არნოლდ აგაბაბოვი. ფილმი გადაღებულია სსრკ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით.

არევიკი ახალგაზრდა ქალია. მის მიერ დაქირავებული ტაქსის მძღოლი ქვეითად მოსიარულეს ეჯახება. მძღოლის მეგობრები არევიკს შესთავაზებენ, რომ ანდრანიკის გადასარჩენად ცრუ ჩვენება მისცეს, მაგრამ მისი ჩვენების შედეგად მძღოლი ციხეში აღმოჩნდება. არევიკი მარტო დარჩენილ ბავშვებზე მზრუნველობას თავის თავზე იღებს.

სოფიკო ჭიაურელმა საერთაშორისო ფესტივალზე ჩეხოსლოვაკიაში მიიღო პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არევიკი_(ფილმი)“-დან