შინაარსზე გადასვლა

ნელი ნენოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნელი ნენოვა
დაბადების სახელი ნინელ ნენოვა
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1929
სოფია, ბულგარეთი
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი, 2016 (87 წლის)
ბულგარეთი
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
მეუღლე(ები) გენო წულაია

ნელი ნენოვა (ბულგ. Нинель Тодоровна Ненова, დ. 26 აპრილი, 1929 — გ. 15 ივლისი, 2016) — ბულგარული წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976).

ნინელ ნენოვა დაიბადა 1929 წლის 26 აპრილს სოფიაში, ბულგარეთი. 1949 წელს, სოფიის მეორე ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაასრულა. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში.

დაქორწინებული იყო კინორეჟისორ გენო წულაიაზე.

ნენოვას რეჟისორული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ლადო გუდიაშვილი“ (1957), „წარსული ზაფხული“ (1959), „ცეროდენა რაინდები“ (1964), „დრო იწურება განთიადისას“ (1966), „ორერა-რერო“ (1969), „მოვდივართ და მოვიმღერით“ (1973), „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“ (1974), „პეპელა“ (1979), „ქორწინება იმერულად“ (1981), „ყოჩაღად პაპებო“ (1981), „ჩიორა“ (1984). ყველა თავისი ფილმი ნენოვამ გადაიღო მეუღლესთან — გენო წულაიასთან ერთად, გარდა ფილმისა „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“.

მიღებული აქვს პრიზები და პრემიები ტაშკენტის (1973), ბათუმის (1975), ბაქოს (1979), სოხუმის (1981), ერევნის (1981), მინსკის (1985) საკავშირო კინოფესტივალებზე.

ნელი ნენოვა 2016 წლის 15 ივლისს, ბულგარეთში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]